ტუ იუიუ (დ. 30 დეკემბერი, 1930) — ჩინელი ფარმაკოლოგი. ჩინური ტრადიციული მედიცინის სპეციალისტი. პეკინის უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიის კათედრის თანამშრომელი. არის პირველი ქალბატონი ეთნიკურად ჩინელი, რომელიც გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი. ტუ იუიუს 2015 წელს უილიამ კემპბელთან და სატოსი ომურასთან ერთად მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიოლოგიის ან მედიცინის დარგში. მათ ჯილდო პარაზიტებთან წარმატებული ბრძოლისათვის მიენიჭათ. კემპბელი და ომურა პარაზიტი ჭიებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობის მეთოდებს იკვლევდნენ. ტუ იუიუმ, რომელსაც ჯილდოს ერთი მეორედი ერგო, მალარიის მკურნალობის ახალი მეთოდები აღმოაჩინა.