ტილჭირი
იერსახე
ტილჭირი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Aconitum variegatum | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Aconitum | ||||||||||||
|
ტილჭირი (ლათ. Aconitum) — მცენარეთა გვარი ხარისძირასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახებია. ტუბერისებრ გამსხვილებული ფესვები და თათისებრ რთული ფოთლები აქვთ. მათი ყვითელი, ლურჯი ან იისფერი ყვავილები კენწრულ მტევნებადაა შეკრებილი.
აქვთ მარტივი გვირგვინისებრი, ხუთფურცლიანი ყვავილსაფარი. ზედა ფურცელი მუზარადივითაა ზემოდან წამოფარებული და შიგ ორი გრძელი სანექტრეა ჩამალული. ნაყოფი ფოთლურაა. 300-მდე სახეობა ძირითადად გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. საქართველოში გვხვდება — 6 სახეობა.
იზრდება ტყეში, სუბალპურ და ალპურ მდელოებზე. შხამიანია. შეიცავს ალკალოიდებს (აკონიტინს და სხვა). თუ თივაში შეყვა, ცხოველს მოწამლავს. ტილჭირის თითქმის ყველა სახეობა დეკორატიულია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხინთიბიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 718.