ტარანტულის ნისლეული
ტარანტულის ნისლეული (აგრეთვე ცნობილი როგორც 30 ოქროს თევზი) — ემისიური ნისლეული ოქროს თევზის თანავარსკვლავედში, H II რეგიონი მაგელანის დიდ ნისლეულში. თავდაპირველად, მას ვარსკვლავად მიიჩნევდნენ, თუმცა, 1751 წელს, ნიკოლა ლუი დე ლაკაილმა, მასში ნისლეულის ბუნება ამოიცნო.
ნისლეულის ვარსკვლავიერი სიდიდე რვის ტოლია. მისი მანძილის (49 კილოპარსეკი, ანუ 160 000 სინათლის წელი) გათვალისწინებით, იგი მეტისმეტად მოკაშკაშე არავარსკვლავურ ობიექტს წარმოადგენს. ნისლეულის სიკაშკაშე იმდენად დიდია, რომ დედამიწასთან ისე ახლოს ყოფნის შემთხვევაში, როგორც ორიონის ნისლეულია, ტარანტულის ნისლეულის ნათება ჩრდილების არსებობას შეწყვეტდა [1]
ტარანტულის ნისლეული გალაქტიკათა ადგილობრივი ჯგუფის ყველაზე მეტად აქტიური ვარსკვლავთფორმირების რეგიონია. ადგილობრივი ჯგუფის მსგავს რეგიონებში, იგი დიამეტრის მიხედვით, ერთ-ერთ უდიდეს ობიექტად ითვლება — მისი დიამეტრი 200 პარსეკია. იგი მაგელანის დიდი ნისლეულის იმ მოწინავე კიდეზე მდებარეობს, სადაც ვარსკვლავთშორისი სივრცის შეკუმშვა და დინამიური წნევის დატვირთვა მაქსიმუმს აღწევს.
„30 ოქროს თევზის“ ცენტრში მდებარე ვარსკვლავთგროვა — NGC 2070, R136-ს მოიცავს[2],რომელიც ნისლეულის ხილვადობისთვის საჭირო ენერგიის უმეტეს ნაწილს წარმოქმნის. NGC 2070-ის მასა 450 000 მზის მასას უდრის, რაც მიგვითითებს იმაზე, რომ სავარაუდოდ, იგი მომავალში სფეროსებრი ვარსკვლავთგროვა გახდება.[3] ამასთანავე, ტარანტულის ნისლეული Hodge 301-საც მოიცავს, რომლის მასიური ვარსკვლავების უმეტესობაც, ზეახალ ვარსკვლავში აფეთქდა.[4]
ტელესკოპის გამოგონების შემდეგ დაფიქსირებული[5] უახლოესი ზეახალი ვარსკვლავი — SN 1987A, ტარანტულის ნისლეულის განაპირად აღმოჩნდა.[6] არსებობს ზეახალი ვარსკვლავის ნარჩენი, რომელიც გარს ერტყმის გაფანტულ ვარსკვლავთგროვას — NGC 2060-ს, მაგრამ ნისლიანობის გამო, რთულია სხვა ნარჩენების არსებობის დადგენა.[7]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ვარსკვლავთფრომირების რეგიონი სუპერ-ვარსკვლავთგროვა R136-ში. ჰაბლის პანორამული ხედი.
-
ტარანტულის ნისლეულის მოახლოებული ხედი.
-
ახალგაზრდა ვარსკვლავთგროვა RMC 136a.
-
ნისლეულის ცენტრალური რეგიონი.
-
მაგელანის დიდი ნისლეული ტარანტულის ნისლეულთან.
-
ტარანულის ნისლეულის ცენტრი: R136 მდებარეობს ცენტრში, ხოლო Hodge 301 — ზედა მარჯვენა ნაწილში.
-
ნისლეული და მისი გარემომცველი არე.
-
ფილამენტები - ბოჭკოები ნისლეულში.
-
სურათის ცენტრში გამოსახულია ტარანტულის ნისლეული.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- APOD Images: 2003 August 23 & 2010 May 18
- SEDS Data: NGC 2070, The Tarantula Nebula
- Hubble Space Telescope Images of: The Tarantula Nebula დაარქივებული 2008-10-28 საიტზე Wayback Machine.
- European Southern Observatory Image of: The Tarantula Nebula დაარქივებული 2009-08-03 საიტზე Wayback Machine.
- The Scale of the Universe (Astronomy Picture of the Day 2012 March 12)
- Crowther, Paul. Tarantula Nebula and Its Huge Stars. Deep Space Videos. Brady Haran.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-07. ციტირების თარიღი: 2016-10-03.
- ↑ Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
- ↑ Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
- ↑ Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
- ↑ Tarantula Nebula's Cosmic Web a Thing of Beauty. SPACE.com (2011-03-21). ციტირების თარიღი: 2011-03-26.
- ↑ "Encyclopedia of Space". Authors: Couper,Heather; Henbest, Nigel. Retrieved 2 January 2013.
- ↑ Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).