შინაარსზე გადასვლა

ტანაგრისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტანაგრისებრნი

მწვანეთავა ტანაგრა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Thraupidae (Cabanis, 1847)
სინონიმები
  • Tanagridae

ტანაგრისებრნი[1] (ლათ. Thraupidae, ადრე Tanagridae) — ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგისა. გავრცელებულია სამხრეთ კანადიდან არგენტინამდე, ვესტინდოეთის კუნძულებზე. დაახლოებით მოიცავს 48 (61) გვარში გაერთიანებული 91 (205) სახეობას, მაგრამ ზუსტი რაოდენობა საკამათოა. მათი სხეულის სიგრძე 7,6—30 სმ აღწევს, აქვს კონუსისებრი ნისკარტი, ღია ყვითელი, მწვანე, წითელი, ლურჯი შეფერილობა, რომელსაც ლითონისებრი ბზინვარება დაჰკრავს. ბუდეს იკეთებენ ხეებზე, ბუჩქებზე, ფუღუროში, ზოგჯერ იკავებენ სხვის ბუდეს (გადმოუყრიან მართვებსა და კვერცხებს). დებენ 2-5 კვერცხს, ინკუბაციის ხანგრძლივობა 12-14 დღე გრძელდება. კრუხობს დედალი. იკვებებიან მცენარეებითა და მწერებით.

ტანაგრისებრნი ხშირად გალიებში ჰყავთ. ზოგიერთი მკვლევარი ტანაგრისებრნს გრატასებრთა ოჯახში ქვეოჯახის სახით აერთიანებს.

  1. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 82, 151, 231.