სუბრეტი
იერსახე
სუბრეტი (ფრანგ. soubrette, იტალ. servetta – მოსამსახურე) — ამპლუა, ეშმაკი, მოხერხებული, გონებამახვილი მოსამსახურე ქალისა, რომელიც თავის ბატონს ხელს უწყობს სასიყვარულო ინტრიგაში. აღმოცენდა იტალიურ კომედია დელ'არტეში (სერვეტა) და შემდეგ გავრცელდა ფრანგულ კომედიაში. ამ ამპლუისაა დორინისა და ტუანეტის (მოლიერის „ტარტიუფი“ და „ძალად ავადმყოფი“), სიუზანის (ბომარშეს „შეშლილი დღე ანუ ფიგაროს ქორწინება“) როლები და სხვ.
XVIII-XIX სს. სუბრეტის ამპლუა გაჩნდა რუსულ, ქართულ თეატრებში (კომედიებში, ვოდევილებში).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Collection of public domain scores (Indiana U)
- Smaller collection of public domain scores (Harvard) დაარქივებული 2008-09-04 საიტზე Wayback Machine.
- Collection of librettos and translations დაარქივებული 2006-11-14 საიტზე Wayback Machine.
- Collection of librettos (Karadar) დაარქივებული 2008-12-27 საიტზე Wayback Machine.
- Collection of librettos (Stanford)
- Aria database
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 591.