სტივ ბიკო
სტივ ბიკო (კოს. Steve Biko, სრული სახელი — სტივენ ბანტუ ბიკო კოს. Stephen Bantu Biko, დ. 18 დეკემბერი 1946, კინგ-უილიამზ-ტაუნი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა — გ. 12 სექტემბერი, 1977, პრეტორია)[1] — ანტი-აპართეიდის აქტივისტი სამხრეთ აფრიკაში XX საუკუნის 60-70-იან წლებში. როგორც სტუდენტთა ლიდერმა, მან დააარსა შავკანიანთა თვითშეგნების მოძრაობა, სტიმული მისცა და მობილიზება გაუწია რა ქალაქურ შავკანიან მოსახლეობას. პოლიციელთა ხელში გარდაცვალების შემდეგ ის ანტიაპართეიდის მოძრაობაში მოწამედ მოიხსენიება.[2]
სიცოცხლის განმავლობაში, მისი წერილებისა და აქტივიზმის მეშვეობით ის ცდილობდა შავკანიანებისთვის ძალა მიეცა. სახელი გაითქვა დევიზით „შავი ლამაზია“ (ინგლ. „black is beautiful“), რომლის მნიშვნელობა მან ასე აღწერა: „შენ მისაღები ხარ ისეთი, როგორიც ხარ, შეხედე საკუთარ თავს, როგორც ჰუმანურ არსებას“ (ინგლ. „man, you are okay as you are, begin to look upon yourself as a human being“.[3] მიუხედავად დაპირისპირებისა აფრიკის ეროვნულ კონგრესსა და ბიკოს შორის 1970-იანი წლების განმავლობაში, აეკ-მა ბიკო წინააღმდეგობის გმირთა პანთეონში შეიყვანა, მისი გამოსახულება კი სამხრეთ აფრიკის პირველ არარასობრივ არჩევნებში გამოიყენა 1994 წელს.[4]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Young Black Leader Dies in Detention in South Africa, Raising Fears of New Unrest By John F. Burns, special to the New York Times
- Thesis on the prospects of Bikoism in today's South Africa დაარქივებული 2011-07-19 საიტზე Wayback Machine.
- The Steve Biko Foundation
- The relevance of Black Consciousness today
- Donald Woods talks in 1987 about his friendship with Steve Biko
- New Introduction to I Write What I Like
- Black Consciousness: The dialectics of liberation დაარქივებული 2008-02-27 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ სტივენ ბანტუ ბიკო. სამხრეთ აფრიკის ისტორია ონლაინ (სექტემბერი 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-06. ციტირების თარიღი: 2007-11-20.
- ↑ „Background: Steve Biko: martyr of the anti-apartheid movement“. BBC News. 1997-12-08. ციტირების თარიღი: 2007-04-16.
- ↑ ბიკო, სტივ (1986). ვწერ იმას რაც მომწონს. სან-ფრანცისკო: Harper & Row, გვ. 103–104.
- ↑ იხ. მაგალითისთვის, რაიან მალანის წიგნი My Traitor's Heart