სერო ხანზადიანი
სერო ხანზადიანი | |
---|---|
სომხ. Սերո Նիկոլայի Խանզադյան | |
დაბადების თარიღი | 3 დეკემბერი, 1915[1] [2] |
დაბადების ადგილი | გორისი[3] [1] [2] |
გარდაცვალების თარიღი | 26 ივნისი, 1998 (82 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ერევანი |
დასაფლავებულია | კომიტასის პანთეონი |
საქმიანობა | მწერალი[1] [2] |
ეროვნება | სომხები[1] |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ სომხეთი |
ჟანრი | ისტორიული რომანი |
ჯილდოები | ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, სამამულო ომის 1-ლი ხარისხის ორდენი, ერევნის საპატიო მოქალაქე, სამამულო ომის მე-2 ხარისხის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, წითელი ვარსკვლავის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“, Armenian SSR State Prize[1] და შრომის წითელი დროშის ორდენი |
შვილ(ებ)ი | სერო ხანზადიანი |
სერო ნიკოლაი ხანზადიანი (სომხ. Սերո Խանզադյան, დ. 20 ნოემბერი, 1915 — გ. 26 ივნისი, 1998) — სომეხი მწერალი.
ბავშვობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სერო ხანზადიანი დაიბადა 1915 წელს, გლეხის ოჯახში, ქალაქ გორისში. პატარა სეროს, მშობლები ეუბნებოდნენ: „შენ ისწავლი იმ მიწის მნიშვნელობას, რომელზეც შენ გაიზრდები“. ის ხშირად ამჩნევდა თუ როგორ მოდიოდა ხალხი სამსახურიდან და შემდეგ როგორ უვლიდა თავის მიწას. „მშობლიური მიწა არის უძვირფასესი რამ რაც კი ადამიანს გააჩნია, მის გარეშე ერი არ იარსებებდა“ (სიტყვები მისი ნოველიდან).
ცხოვრება და მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როგორც კი სერო ხანზადიანმა დაამთავრდა პედაგოგიური კოლეჯი, მან მუშაობა დაწყო სკოლის მასწავლებლად. 18 წლის ასაკში ის შეუერთდა წითელ არმიელებს და მონაწილეობა მიიღო მეორე მსოფლიო ომში. მისი პერსონალური ბრძოლის გამოცდილება და უნარები იმისა რომ მიეღო საყოველთაო გადაწყვეტილებები დაეხმარა მას იმაში, რომ შეექმნა „ბრძოლის დღიური“ („სამი წელი: 291 დღე“).ეს ნოველა მან 1972 წელს დაწერა და ეს იყო ყველაზე ცნობილი და გამოჩენილი საბჭოთა სამხედრო ფიქციის ლიტერატურული ნაწარმოები, იმ დროისათვის. 1950 წელს მან გამოაქვეყნა მისი პირველი ნოველა, რომელიც მან მიუძღვნა ქალაქ ლენინგრადის დაცვას. „გაუცნობიერებული სიკვდილი არის სიკვდილი, მაგრამ გაცნობიერებული სიკვდილი არის მარადისობა!“ ეს ძველი სომხური გამონათქვამი, არის ძირითადი აზრი ხანზადიანის ნაშრომებში. სერო ხანზადიანი ხშირად იხსენებდა იმ ძლიერ კავშირს რუსეთსა და სომხეთს შორის, რომელიც კიდევ უფრო ვითარდებოდა საუკუნეების განმავლობაში. მოგვიანებით მან გამოიყენა ეს თემა თვის ნაშრომში „მხითარ სპარაპეტი“. სერო ხანზადიანი ერთ-ერთ თავის ინტერვიუში საუბრობს მხითარ სპარაპეტისა და დავიდ ბეკის მიერ სომხეთის ერის დიდებულ დაცვაზე, XVIII საუკუნეში. მისი ნაშრომის, „მხითარ სპარაპეტი“-ის ერთ-ერთი მთავარი აზრი სომხეთის და რუსეთის მოსახელობებს შორის ძლიერი მეგობრობის შესახებ მოგვითხრობს. გარდა ომისა, როგორც სერო ხანზადიანი აღნიშნავდა, იგი წერდა სომხეთის ისტორიაზე და სომხური გენოციდის შესახებ რომელიც 1915 წელს მოხდა.
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მწერალი გარდაიცვალა 1998 წელს. ის დაკრძალულია კომიტასის პანთეონში, რომელიც მდებარეობს ქალაქ ერევნის ცენტრში.[4]
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სერო ხანზადიანმა დატოვა შესანიშნავი მემკვიდრეობა ლიტერატურაში. თავის ნაშრომებში იგი იცავს ადამიანობის იდეალს და მშობლიური მიწის სიყვარულს. მისი იდეები სიკეთეზე და მშვიდობაზე არის სრულყოფილად რეალიზებული და შესაბამისად მარადიულიც. სერო ხანზადიანის სიცოცხლის ბოლო წლებში, მან თავის ინტერვიუში, მკაცრად გააკრიტიკა ბოლშევიკები, თავიანთი უარყოფითი ნაბიჯებისთვის, რომელიც მიმართული იყო სომხეთის რეგიონების (მთიანი ყარაბაღის და ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის) ანექსიის მიმართ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Армянский салон " Серо Ханзадян
- Кто есть кто в армянском мире დაარქივებული 2010-06-16 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. Խուդավերդյան — Հայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1974.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Հայկական համառոտ հանրագիտարան — Հայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1990. — ტ. 2.
- ↑ Ханзадян Серо Николаевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ Мэрия г. Еревана — Почётные граждане г. Еревана
- დაბადებული 3 დეკემბერი
- დაბადებული 1915
- გარდაცვლილი 26 ივნისი
- გარდაცვლილი 1998
- ლენინის ორდენის კავალრები
- სოციალისტური შრომის გმირები
- სამამულო ომის I ხარისხის ორდენის კავალრები
- სამამულო ომის II ხარისხის ორდენის კავალრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- წითელი ვარსკვლავის ორდენის კავალრები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის მედლით დაჯილდოებულები
- სომეხი მწერლები
- კომიტასის პანთეონში დაკრძალულები