სელია
იერსახე
სელია (ლატვ. Sēlija) — ისტორიული რეგიონი ლატვიაში, ქვეყნის ისტორიული რეგიონის, ზემგალის აღმოსავლეთ ნაწილში. რეგიონის მთავარი ქალაქი და კულტურული ცენტრი არის იეკაბპილსი. სახელწოდება მიიღო ბალტიისპირეთის ძველი მაცხოვრებლების სელებისაგან.
სელებმა ქრისტიანობა მიიღეს 1208 წელს, როდესაც ალბერტ ბუკსჰევდენმა აიღო მათი დედაქალაქი სელპილსი. ჰენრიხ ლატვიელის მიერ შედგენილი ლივონიის ქრონიკების მიხედვით სელები იყვნენ ლიტველების მოკავშირეები. 1218 წელს, ამ ტერიტორიაზე შეიქმნა სელიის საეპისკოპოსო. 1226 წელს საეპისკოპოსოს ტერიტორიის ნაწილი შეუერთდა რიგის საარქიეპისკოპოსოს, ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა სემიგალიის საეპისკოპოსო.
სელიური ენა გადაშენდა, თუმცა მოსახლეობის მცირე ნაწილი მაინც საუბრობს ლატგალიურ დიალექტზე.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სელიის ისტორია დაარქივებული 2006-06-23 საიტზე Wayback Machine.
- სელიის არქეოლოგიის საიტი
|