შინაარსზე გადასვლა

სარავაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
სარავაკი
ინგლ. Sarawak
მალ. Sarawak
დროშა გერბი


Bersatu, Berusaha, Berbakti
ქვეყანა მალაიზიის დროშა მალაიზია
ადმ. ცენტრი კუჩინი
შიდა დაყოფა Betong, Bintulu, Kapit, Kuching, Limbang, Miri, Mukah Division, Samarahan, Sarikei, Serian Division, Sibu და Sri Aman
კოორდინატები 2°30′00″ ჩ. გ. 113°00′00″ ა. გ. / 2.50000° ჩ. გ. 113.00000° ა. გ. / 2.50000; 113.00000
მმართველი Abang Johari
დაარსდა 22 ივლისი, 1963 და 16 სექტემბერი, 1963
ფართობი 124450±1 კვადრატული კილომეტრი
ოფიციალური ენა Sarawak Malay და ინგლისური ენა
მოსახლეობა 2 453 700 (2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 082, 083, 084, 085 და 086
საფოსტო ინდექსი 93000–98999
საავტომობილო კოდი Q
ოფიციალური საიტი https://www.sarawak.gov.my
სარავაკი — მალაიზია
სარავაკი

სარავაკიშტატი მალაიზიაში. სარავაკის ფართობი თითქმის ნახევარკუნძულის მალაიზიის ფართობის ტოლია და უდიდესია 13 შტატს შორის. მდებარეობს კუნძულ ბორნეოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან საბაჰის შტატი ესაზღვრება, სამხრეთიდან ― კალიმანტანი (ბორნეოს ინდონეზიური ნაწილი), ხოლო ჩრდილოეთიდან ― ბრუნეი. შტატის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია კუჩინგი, რომელიც შტატის ეკონომიკური და სამთავრობო ცენტრია. სარავაკის სხვა ქალაქებია: მირი, სიბუ, ბინტულუ. 2020 წლის აღწერის მიხედვით, სარავაკის მოსახლეობა 2.453 მლნ ადამიანს შეადგენს.[2] შტატი ეკვატორუaლ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს. მოიცავს ტროპიკულ წვიმის ტყეებს და მდიდარია ფლორითა და ფაუნით. ცნობილია გუნუნგ-მულუს ეროვნული პარკის მღვიმეთა სისტემებით. მალაიზიის უგრძესი მდინარე რაჯანგი სარავაკის ტერიტორიაზე მიედინება. შტატის ტერიტორიაზე მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთი უდიდესი კაშხალი, ბაკუნის კაშხალი, რომელიც რაჯანგის ერთ-ერთი შენაკადის, ბალუიზეა განლაგებული. შტატის უმაღლესი წერტილია მურუდი. სარავაკი მალაიზიის ერთადერთი შტატია, რომლის მოსახლეობის უმრავლესობაც ქრისტიანია.[3]

ადამიანის უძველესი დასახლებები სარავაკში ნიაჰის ეროვნულ პარკშია აღმოჩენილი და 40 000 წლის წინანდელია. VIII-XIII საუკუნით დათარიღებული ჩინური კერამიკის არტეფაქტები აღმოაჩინეს სანტუბონგის არქეოლოგიური გათხრებისას. XVI საუკუნის სარავაკის სანაპირო რეგიონები ბრუნეის იმპერიის გავლენის ქვეშ აღმოჩნდა. 1839 წელს სარავაკში ბრიტანელი მკვლევარი ჯეიმზ ბრუკი ჩავიდა. ის და მისი შთამომავლები შტატს 1841 წლიდან 1946 წლამდე მართავდნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს სარავაკი იაპონელებმა დაიკავეს 3 წლით. ომის შემდეგ უკანასკნელმა თეთრმა რაჯამ, ჩარლზ ვინერ ბრუკმა, სარავაკი ბრიტანელებს გადასცა და 1946 წელს იგი ბრიტანეთის კოლონია გახდა. 1963 წლის 22 ივლისს სარავაკმა თვითმმართველობის უფლება მოიპოვა და მოგვიანებით, 1963 წლის 16 სექტემბერს მალაიზიის ერთ-ერთი დამფუძნებელი შტატი გახდა. ფედერაციის შექმნას ინდონეზია შეეწინააღმდეგა, რასაც სამწლიანი ინდონეზია-მალაიზიის კონფრონტაცია მოჰყვა. მალაიზიის შექმნის შემდეგ სარავაკში კომუნისტების პარტიზანული ბრძოლები დაიწყო, რომელიც 1990 წლამდე გაგრძელდა.

შტატის მეთაურია გუბერნატორი, რომელსაც იანგ დი-პერტუა ნეგერი ეწოდება, ხოლო მთავრობის მეთაური სარავაკის პერმიერია. სარავაკის ადმინისტრაციული დაყოფა ვესტრმინსტერის საპარლამენტო სისტემაზეა დაფუძნებული. მალაიზიის კონსტიტუციის თანახმად, სარავაკს ნახევარკუნძულის მალაიზიის შტატებთან შედარებით უფრო დიდი ავტონომია გააჩნია.

ბუნებრივი რესურსების სიმდიდრის გამო სარავაკის საექსპორტო საქონელს შორისაა: ნავთობი და ბუნებრივი აირი, ხე-ტყე და პალმის ზეთი. შტატში განვითარებულია მრეწველობა, ენერგიისა და ტურიზმის სექტორები. სარავაკი ეთნიკურად, კულტურულად, რელიგიურად და ლინგვისტურად მრავალფეროვანია. ეთნიკურ ჯგუფებს შორის არიან: იბანები, ჩინელები, მალაიები, ინდოელები და ა.შ.[4] შტატის ორი ოფიციალური ენაა: ინგლისური ენა და მალაიური ენა.[5][6] შტატს ოფიციალური რელიგია არ აქვს.[7][8]

რაჯანგი ― მალაიზიის უგრძესი მდინარე.

სარავაკის ფართობი 124 450 კმ²-ია,[9] რაც მალაიზიის საერთო ფართობის 37.5%-ს შეადგენს. მდებარეობს 0° 50′ და 5° ჩრდილოეთ განედებსა და 109° 36′ და 115° 40′ აღმოსავლეთ გრძედებს შორის.[10] სანაპიროს სიგრძე 750 კმ-ის ტოლია და ჩრდილოეთით ბრუნეის 150 კმ-იანი სანაპირო ხაზითაა გაყოფილი.[11] სარავაკი კალიმანტანიდან ქედებითა და მთებითაა გამოყოფილი, რომლებიც ბორნეოს ცენტრალური ქედის ნაწილია. სარავაკის უმაღლესი წერტილია მურუდი.[11]

სარავაკს ტროპიკული გეოგრაფია აქვს და ეკვატორულ კლიმატურ სარტყელში მდებარეობს. ხასიათდება ორი მუსონური სეზონით: ჩრდილო-აღმოსავლეთის მუსონითა და სამხრეთ-დასავლეთის მუსონით. ჩრდილო-აღმოსავლეთის მუსონი ნოემბრიდან თებერვლამდე გრძელდება და ძლიერი წვიმებით ხასიათდება. სამხრეთ-დასავლეთის მუსონი მარტიდან ოქტომბრამდე გრძელდება და შედარებით მცირე ნალექიანობით გამოირჩევა. წლის მანძილზე კლიმატი სტაბილურია, მუსონების გამოკლებით. საშუალო დღიური ტემპერატურა იცვლება დილით 23 °C-დან (73 °F) შუადღისას 32 °C-მდე (90 °F). სარავაკის მთავარ ქალაქებს შორის ყველაზე დაბალი საშუალო ტემპერატურა მირში ფიქსირდება და მზის ნათების ხანგრძლივობითაც პირველ ადგილზეა (დღეში 6 საათზე მეტი). სხვა ტერიტორიებზე დღის მანძილზე მზის ნათების ხანგრძლივობა 5-დან 6 საათამდეა. ჩვეულებრივ, ტენიანობის მაჩვენებელი მაღალია და 68%-ს აჭარბებს. მაღლობებში ტემპერატურა 16 °C-დან (61 °F) 25 °C-მდე (77 °F) მერყეობს და ღამით 11 °C-მდე (52 °F) ეცემა.[12]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. https://www.dosm.gov.my/v1/index.php?r=column/cthemeByCat&cat=117&bul_id=akliVWdIa2g3Y2VubTVSMkxmYXp1UT09&menu_id=L0pheU43NWJwRWVSZklWdzQ4TlhUUT09
  2. Sim, Ashley (18 August 2022). „Malaysia Census 2020 reveals Sarawak's population totals 2.453 MLN, Kuching District accounts for 609,000“. Dayak Daily. ციტირების თარიღი: 18 September 2022.
  3. Malaysia Christians pray for peace, equality, freedom - UCA News.
  4. People & Culture of Sarawak - Amazing Borneo Tours en. ციტირების თარიღი: 2023-02-20
  5. Constitution states English remains Sarawak's official language. ციტირების თარიღი: 2023-02-20
  6. Premier: Unity govt agreement amended for Sarawak to use BM, English as official language en-US (2022-12-16). ციტირების თარიღი: 2023-02-20
  7. PBK president suggests law on official religion in Sarawak, Sabah amended en-US (2022-12-23). ციტირების თარიღი: 2023-02-20
  8. TAWIE, SULOK. (2015-12-11) Islam no more official religion on Sarawak government website en. ციტირების თარიღი: 2023-02-20
  9. Sarawak @ a Glance. Department of Statistics, Malaysia. ციტირების თარიღი: 13 February 2020
  10. Geography of Sarawak. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 14 November 2015
  11. 11.0 11.1 Frans Welman (9 March 2017). Borneo Trilogy Sarawak: Volume 2. Booksmango, გვ. 132, 134, 136–138, 177. ISBN 978-616-245-089-1. 
  12. The Geography of Sarawak. Sarawak Government. ციტირების თარიღი: 18 June 2017