სანდრო მამუკელაშვილი
სანდრო მამუკელაშვილი | |
---|---|
მამუკელაშვილი 2019 წელს | |
სან-ანტონიო სპურსი | |
ცენტრი / მძიმე ფორვარდი | |
პირადი ინფორმაცია | |
დაიბადა |
23 მაისი, 1999 ნიუ-იორკი, აშშ |
ეროვნება | ქართველი |
უმაღლესი სკოლა | მონტვერდეს აკადემია |
სიმაღლე | 2,06 სმ |
წონა | 109 კგ |
კარიერა | |
კოლეჯი | სეტონ ჰოლი |
NBA-ის დრაფტი | 2021 / რაუნდი: 2 / არჩევა: 54-ე |
არჩეული ინდიანა პეისერსის მიერ | |
პროფესიონალური კარიერა | 2021–დღემდე |
ლიგა | ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია |
კარიერის ისტორია | |
2021–2023 | მილუოკი ბაქსი |
2023–დღემდე | სან-ანტონიო სპურსი |
ალექსანდრე „სანდრო“ მამუკელაშვილი (დ. 23 მაისი, 1999) — ქართველი პროფესიონალი კალათბურთელი, რომელიც თამაშობს სან-ანტონიო სპურსში, ამერიკის საკალათბურთო ასოციაცია. იტალიაში ახალგაზრდულ კლუბებში თავის გამოჩენის შემდეგ, სანდრომ ჩააბარა მონტვერდეს აკადემიაში. სეიტონ ჰოლის კოლეჯში თამაშისას, მაჯის დაზიანების გამო რამდენიმე კვირის გამოტოვებისდა მიუხედავად, მამუკელაშვილი მატჩში საშუალოდ 11.9 ქულას აგროვებდა.
ადრეული წლები და უმაღლესი სკოლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სანდრო მამუკელაშვილი დაიბადა ნიუ-იორკში, ხოლო გაიზარდა თბილისში, საქართველო. მისი ბებია, ირა გაბაშვილი საბჭოთა კავშირის ქალთა ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი იყო. მამუკელაშვილის ცხოვრებაში კალათბურთი მისი უფროსი ძმის, დავითის წყალობით გამოჩნდა, მისთვის მისაბაძ კალათბურთელად კი ქართველი ზაზა ფაჩულიაა მიჩნეული.[1] 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებისას ქართველი კალათბურთელი ჩიკაგოში იმყოფებოდა მის დეიდასთან, ცნობილ პიანისტ ეთერ ანჯაფარიძესთან.[2] მისი ძმა, დავითი ამჟამად ინგლისურის მასწავლებელია ბლაირის აკადემიაში, ნიუ-ჯერსიში.[3]
14 წლის ასაკში მამუკელაშვილი გადავიდა ბიელაში, იტალია და სწორედ აქ ჩააბარა უმაღლეს სკოლაში. გუნდთან ერთად მამუკელაშვილი მონაწილეობდა 17 წლამდე, 18 წლამდე და 19 წლამდე გუნდებში და ის გუნდს ეროვნულ ჩემპიონატში მესამე ადგილის დაკავებაში დაეხმარა. მამუკელაშვილის თქმით, იტალიაში გადასვლა მისთვის მარტივი არ ყოფილა, მაგრამ კლუბმა და მწვრთნელმა, ფრედერიკო დანამ მისთვის ყველაფერი შესაძლებელი გახადეს. 2016 წელს სანდრო მამუკელაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა და საკალათბურთო სასწავლებელში, მონტვერდეს აკადემიაში ჩააბარა. კოლეჯში ის ნიუ-იორკ ნიქსის კალათბურთელ არ-ჯეი ბარეტთან ერთად თამაშობდა. მონტვერდეში ყოფნისას ზაზა ფაჩულია ახალგაზრდა ქართველის მენტორი გახდა და მას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის არაერთი მოთამაშე, მათ შორის სტეფან კარი გააცნო.[1] გრენსბორო დეის კოლეჯის წინააღმდეგ თამაშში, რომელიც ანგარიშით 72–45 დასრულდა, მამუკელაშვილმა 11 ქულის მოგროვება შეძლო და გუნდს ჩემპიონატის ფინალში გადასვლაში დაეხმარა.[4] 2017 წლის 20 აპრილს მამუკელაშვილი სეტონ-ჰოლ პირატსის წევრო გახდა და USC-ის, სამხრეთ კაროლინა გეიმკოკსისა და ვანდერბილტ კომოდორესის შეთავაზებებზე უარი განაცხადა.[1] მან პირატსი მისი უმაღლესი სკოლის მწვრთნელის, კევინ ბოილის გამო აირიჩია, რომელსაც, თავის მხრივ, სეტონ ჰოლის მწვრთნელთან, კევინ ვილარდთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა. გადაწყვეტილების მიღებაში წვლილი შეიტანა იმ ფაქტმაც, რომ მამუკელაშვილის ძმა, დავითი კოლეჯის მიმდებარედ ცხოვრობდა[5] სანდრო მამუკელაშვილი თავისუფლად საუბრობს ინგლისურად, ქართულად, რუსულად და იტალიურად.[1]
კოლეჯი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როგორც პირველკურსელი, მამუკელაშვილი საშუალოდ 2.6 ქულას, 1.9 მოხსნასა და 0.5 ბლოკს აგროვებდა. ის პირატსს დაეხნარა კოლეჯთა ნაციონალური ათლეტური ასოციაციის მეორე ეტაპზე გასულიყო. მისი საუკეთესო თამაში კსავიერ მუსკეტერსის წინაათმდეგ შედგა 2018 წლის 14 თებერვალს, სადაც ქართველმა 17 ქულა და შვიდი მოხსნა მოაგროვა.[6] როგორც მეორეკურსელი კალათბურთელი თამაშში საშუალოდ 8.9 ქულასა და 7.8 მოხსნას აგროვებდა.[7] 19 დეკემბერს მამუკელაშვილმა დააგროვა სეზონის უმაღლესი, 23 ქულა, წარმატებით გამოიყენა 11-დან 8 სროლა და რვა მოხსნა მიითვალა. მატჩი პირატსის გამარჯვებით დასრულდა 90-76 საქრედ ჰარტ პოინერსის წინააღმდეგ.[8] მეორე კურსის შემდეგ, მამუკელაშვილი ზაზა ფაჩულიასთან მუშაობდა მის აკადემაში, თბილისში თამაშის გაუმჯობესებაზე, სამქულიანების სროლასა და ჰაერში დაკიდებაზე. [1]
2019 წლის 29 ნოემბერს ბაჰამის კუნძულებზე გამართლ მატჩში მამუკელაშვილმა მოაგროვა 18 ქულა, წარმატებულად გამოიყენა 7-დან 10 სროლა და 6 მოხსნა მიითვალა. მატჩი პირატსის გამარჯვებით დასრულდა 84–76 აიოოვა სტეიტის წინააღმდეგ.[1] Battle 4 Atlantis-ის ჩემპიონატის პეიროდში მამუკელაშვილი მატჩში საშუალოდ 14 ქულას, 5.7 მოხსნასა და 2 გადაცემას ასრულებდა. მოედნიდან მისი წარმატებული სროლის მაჩვენებლი 61 პროცენტი, ხოლო საჯარომო ხაზიდან 60 პროცენტი იყო. მან მისი მარჯვენა მაჯის ძვალი დაიზიანა აიოვა სტეტის წინააღმდეგ თამაშში 8 დეკემბერს და ამის გამო რამდენიმე კვირა გამოტოვა.[9] 2020 წლის 29 იანვარს ის მოედანს დაუბრუნდა და ხუთი წუთი ითამაშა დეპაულ ბლუ დემონსის წინააღმდეგ მატჩში (თამაშში სეიტონ ჰოლის გამარჯვებით 64–57 დასრულდა).[10] 19 თებერვალს, მაშინ როდესაც მამუკელაშვილის თამაშს პირველად ესწრებოდა მისი მამა, ზურაბი, მამუკელაშვილმა თამაშში გამარჯვების მომტანი სროლა გამოიყენა და 0.6 წამში ანგარიში 74–72 გახადა ბალტერ ბულდოგის წინააღმდეგ.[11] სეზონის უმაღლესი, 26 ქულა მან 29 თებერვალს მოაგროვა, როდესაც მისმა გუნდა მარკეტ გოლდენ იგლზი ანგარიშით 88–79 დაამარცხა.[12] ამ სეზონის შემდეგ, ქართველმა 2020 წლის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დრაფტზე მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა თუმცა სპორტული აგენტი არ დაუქირავებია, რამაც მისი სეტონ ჰოლში დაბრუნების შანსები გაზარდა.[13] მეორე რაუნდში მისით დაინტერესების გამო, 1-ელ აგვისტოს მამუკელაშვილმა განაცხადა, რომ დრაფტიდან მოეხსნა და კოლეჯის კარიერას აგრძელებდა.[14]
ახალი სეზონის დასაწყისში, მამუკელაშვილი დასახელდა აღმოსავლეთ კონფერენციის წინასაზეზონო გუნდის საუკეთესო მოთამაშეებს შორის.[15] 11 დეკემბერს მან კარიერის უმაღლესი, 32 ქულა მოაგროვა, ასევე 9 მოხსნა და 3 გადაცემა და სენტ ჯონსის წინააღმდეგ 77–68 გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა[16] 2021 წლის 16 თებერვალს მამუკელაშვილმა მისი კარიერის მე-1000 ქულა მოაგროვა დეპოლის წინააღმდეგ მატჩში (60–52). ამ მატჩში მისი საერთო მაჩვენებელი იყო: 25 ქულა, 11 მოხსნა და 4 გადაცემა.[17] ამ სეზონში ქართველი მატჩში საშუალოდ 17.5 ქულას, 7.6 მოხსნასა და 3.2 გადაცემას აგროვებდა. სეზონის მიწურულს სანდრო მამუკელაშვილი აღმოსავლეთ კონფერენციის საუკეთესო თანამოთამაშედ დასახელდა. ის ასევე იყო კარლ მალოუნის ჯილდოს ფინალისტი.[18]
პროფესიონალური კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მილუოკი ბაქსი (2021-2023)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მამუკელაშვილ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2021 წლის დრაფტზე მეორე რაუნდში აირჩია ინდიანა პეისერსმა 54-ე ნომრად. ის მოგვიანებით მილუოკი ბაქსში გაუშვეს დრაფტის მე-60 ნომერთან, გეორგიოს კალატსაკისთან ერთად. მათ სანაცვლოდ პეისერსს დრაფტის 31-ე ნომერი, აიზაია ტოდი დაემატა.[19] 2021 წლის 4 აგვისტოს მამუკელაშვილმა ბაქსთან ორმხრივი კონტრაქტი გააფორმა. კონტრაქტის თანამხმად ქართველის სათამაშო დრო ბაქსსა და NBA-ის განვითარების ლიგაში არსებულ ვისკონსინ ჰერდში.[20] 2021 წლის 19 ოქტომბერს შედგა მამუკელაშვილის დებიუტი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში. ბრუკლინ ნეტსის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრას ქართველი სათადარიგოთა სკამიდან შეუერთდა და მოხსნა და შედეგიანი გადაცემა მიითვალა (ამ მატჩში მილუოკი ბაქსმა 127-ით 104 გაიმარჯვა).[21] 26 ოქტომბერს ის ვისკონსინ ჰერდს შეუერთდა.[22] 29 ნოემბერს, ჰერდთან ერთად გამართულ შეხვედრაში მამუკელაშვილმა 28 ქულა, ექვსი მოხსნა, სამი გადაცემა, სამი ბლოკი და ერთი მოპარვა დააგროვა უინდი სიტი ბულზის წინააღმდეგ.[23] ავად ყოფნის გამო მან 2021 წლის დეკემბერში ორი მატჩი გამოტოვა.[24]
2023 წლის 1 მარტს მილუოკი ბაქსმა მამუკელაშვილი გაუშვა.[25]
სან-ანტონიო სპურსი (2023–)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2023 წლის 3 მარტს სანდრო მამუკელაშვილი აიყვანა სან-ანტონიო სპურსმა.[26]
ეროვნული ნაკრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობაში 2018 წლის ივლისში შედგა 2019 წლის მსოფლიო საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ის ასევე მონაწილეობდა ფიბას 20 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებთან ერთად.[6] ევროპის ჩემპიონატის დროს მამუკელაშვილის საშუალო მაჩვენებელი იყო: 8.7 ქულა, 7.0 მოხსნა და 1.7 გადაცემა.[27]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Zagoria, Adam (December 4, 2019). „Seton Hall has a player with a ‘big’ NBA future (and it’s not Myles Powell)“. NJ.com. ციტირების თარიღი: February 4, 2020.
- ↑ Phillips, Gary (November 14, 2017). „A world away from war, Sandro Mamukelashvili has found a home at Seton Hall“. The Athletic. ციტირების თარიღი: February 4, 2020.
- ↑ Zagoria, Adam (October 30, 2020). „After training like Rocky, Seton Hall’s ‘Mamu’ is ready to be ‘The Man’ for Pirates“. NJ.com. ციტირების თარიღი: October 31, 2020.
- ↑ Halley, Jim (March 31, 2017). „Third-seeded Montverde earns a trip back to DICK'S title game“. USA Today. ციტირების თარიღი: April 17, 2020.
- ↑ Braziller, Zach (October 31, 2017). „Seton Hall freshman adds new dimension, ‘will play significant minutes’“. New York Post. ციტირების თარიღი: February 4, 2020.
- ↑ 6.0 6.1 „Mamukelashvili to Represent Georgia This Summer“. Seton Hall Pirates. June 11, 2018. ციტირების თარიღი: February 4, 2020.
- ↑ Carino, Jerry (September 27, 2019). „Seton Hall basketball: Mamukelashvili 'coming out with an edge'“. Asbury Park Press. ციტირების თარიღი: February 4, 2020.
- ↑ „Seton Hall storms past Sacred Heart for fourth straight win“. New York Post. Associated Press. December 19, 2018. ციტირების თარიღი: February 4, 2020.
- ↑ „Seton Hall loses Sandro Mamukelashvili for up to 2 months“. ESPN. Associated Press. December 10, 2019. ციტირების თარიღი: February 4, 2020.
- ↑ Fonseca, Brian (January 30, 2020). „Why Seton Hall’s Kevin Willard was encouraged by Sandro Mamukelashvili’s short return vs. DePaul“. NJ.com. ციტირების თარიღი: February 4, 2020.
- ↑ Kussoy, Howie (February 19, 2020). „Sandro Mamukelashvili buzzer-beater gives Seton Hall thrilling win“. New York Post. ციტირების თარიღი: February 20, 2020.
- ↑ „Powell leads No. 13 Seton Hall past Marquette 88–79“. ESPN. Associated Press. February 29, 2020. ციტირების თარიღი: March 4, 2020.
- ↑ Zagoria, Adam (March 20, 2020). „Seton Hall’s Sandro Mamukelashvili to test NBA Draft waters“. NJ.com. ციტირების თარიღი: March 21, 2020.
- ↑ Braziller, Zach (August 1, 2020). „Sandro Mamukelashvili returning to Seton Hall after NBA draft interest“. New York Post. ციტირების თარიღი: August 2, 2020.
- ↑ Braziller, Zach (October 29, 2020). „Seton Hall’s emerging star is ready to step up with Myles Powell gone“. New York Post. ციტირების თარიღი: October 31, 2020.
- ↑ O'Brien, Owen (December 11, 2020). „St. John's can't handle Sandro Mamukelashvili in loss to Seton Hall“. Newsday. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 16, 2022. ციტირების თარიღი: August 3, 2021.
- ↑ Carino, Jerry (February 17, 2021). „Seton Hall basketball survives DePaul as Mamukelashvili dominates, scores 1,000th point“. Asbury Park Press. ციტირების თარიღი: August 3, 2021.
- ↑ „Sandro Mamukelashvili Wins 2021 Haggerty Met Player of the Year Award“. Seton Hall Pirates. April 27, 2021. ციტირების თარიღი: April 27, 2021.
- ↑ Carino, Jerry (July 30, 2021). „What to know about Milwaukee Bucks draft pick and Seton Hall grad Sandro Mamukelashvili“. Asbury Park Press. ციტირების თარიღი: August 3, 2021.
- ↑ Milwaukee Bucks Sign Sandro Mamukelashvili To A Two-way Contract (August 4, 2021). ციტირების თარიღი: August 14, 2021
- ↑ Bucks begin title defense with 127-104 victory over Nets (October 19, 2021). ციტირების თარიღი: October 19, 2021
- ↑ Radcliffe, JR (October 26, 2021). „How does the G League work for the Milwaukee Bucks and Wisconsin Herd?“. Milwaukee Journal-Sentinel. ციტირების თარიღი: October 28, 2021.
- ↑ „Bucks' Sandro Mamukelashvili: Posts 28 points in G League return“. CBS Sports. December 1, 2021. ციტირების თარიღი: December 29, 2021.
- ↑ „Bucks' Sandro Mamukelashvili: Off injury report“. CBS Sports. December 24, 2021. ციტირების თარიღი: December 29, 2021.
- ↑ „Milwaukee Bucks Request Waivers on Sandro Mamukelashvili“. www.nba.com (ინგლისური). ციტირების თარიღი: 22 ნოემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „მამუკელაშვილი პოპოვიჩთან - ქართველი კალათბურთელი „სან ანტონიოში“ ითამაშებს #1TVSPORT“. 1TV. ციტირების თარიღი: 22 ნოემბერი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ Alexander Mamukelashvili. ციტირების თარიღი: February 4, 2020