სანდრა მაგნუსი
იერსახე
სანდრა მაგნუსი | |
---|---|
ინგლ. Sandra Hall Magnus | |
დაბ. თარიღი | 30 ოქტომბერი, 1964 |
ქვეყანა | აშშ |
სპეციალობა | ინჟინერი |
სანდრა ჰოლ მაგნუსი (ინგლ. Sandra Hall Magnus, დ.30 ოქტომბერი, 1964, ბელვილი, ილინოისი, აშშ) — ამერიკელი ინჟინერი, ყოფილი NASA-ს ასტრონავტი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სანდრა ჰოლ მაგნუსი დაიბადა 1964 წლის 30 ოქტომბერს, ილინოისის შტატის ქალაქ ბელვილში.
1986 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი ფიზიკაში და 1990-ში გახდა ელექტროტექნიკის მაგისტრი მისურისის უნივერსიტეტში. 1996 წელს გახდა ჯორჯიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დოქტორი.
2006 წელს ის NASA-ს წყალქვეშა მისიაში მონაწილეობდა. იყო პროგრამა ატლანტის STS-135-ის მონაწილე.
2012 წელს დატოვა[1] NASA და გადავიდა ამერიკის აერონავტიკისა და ასტრონავტიკის ინსტიტუტში, აღმასრულებელ დირექტორად.