შინაარსზე გადასვლა

რენდი ნიუმენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რენდი ნიუმენი

რენდი ნიუმენი 1975 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი რენდალ სტიუარტ ნიუმენი
დაბ. თარიღი 28 ნოემბერი, 1943(1943-11-28)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] (81 წლის)
დაბ. ადგილი ლოს-ანჯელესი, კალიფორნია[1]
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა
  • მომღერალი
  • სიმღერების ავტორი
  • არანჟირება
  • პიანისტი
ინსტრუმენტ(ებ)ი
  • ვოკალი
  • პიანინო
  • გიტარა
ლეიბლ(ებ)ი
საიტი randynewman.com
რენდი ნიუმენი ვიკისაწყობში

რენდალ სტიუარტ ნიუმენი (ინგლ. Randall Stuart Newman; დ. 28 ნოემბერი, 1943) — ამერიკელი მომღერალი, კინოკომპოზიტორი, პიანისტი, სიმღერებისა და არანჟირების ავტორი, რომელიც ცნობილია თავისი გამორჩეული ხმის ტემბრითა და კინოკომპოზიციებით.

რენდი ნიუმენი დაიბადა 1943 წელს ლოს-ანჯელესში, ებრაულ ოჯახში. ბავშვობა გაატარა ახალ ორლეანში, ლუიზიანის შტატში. როდესაც ნიუმენს 11 წელი შეუსრულდა, ოჯახი კვლავ ლოს-ანჯელესში დაბრუნდა საცხოვრებლად. სკოლის დასრულების შემდეგ ჩაირიცხა კალიფორნიის უნივერსიტეტში.

ნიუმენმა სიმღერების წერა 17 წლის ასაკში დაიწყო. 1961 წელს გამოსცა პირველი სინგლი „Golden Gridiron Boy“.[8] 1968 წელს გამოვიდა მისი სადებიუტო ალბომი „Randy Newman“. ამას მოჰყვა მეორე ალბომი „12 Songs“ 1970 წელს. მომდევნო ალბომი სახელწოდებით „Sail Away“ გამოსცა 1972 წელს, რომელმაც ბილბორდის ჩარტში 163 პოზიცია დაიკავა. 1971 წელს საკუთარი თავი მოსინჯა კომპოზიტორის რანგში და შექმნა მუსიკა ნორმან ლირის სატირიული კომედიური ფილმისთვის „Cold Turkey“.

1980-იანი წლებიდან დღემდე, იგი ძირითადად მოღვაწეობს როგორც კინოკომპოზიტორი. მას დაწერილი აქვს მუსიკა ფილმებისთვის: „რეგტაიმი“ (1981), „ბუნებრივი“ (1984), „გამოფხიზლება“ (1990), „ფლეზენთვილი“ (1998), „შეხვედრა მშობლებთან“ (2000), „ფავორიტი“ (2003) და „ტყავისქუდიანები“ (2008). მას აგრეთვე ეკუთვნის დისნეი-პიქსარის ცხრა ანიმაციური ფილმის მუსიკა: „სათამაშოების ისტორია“ (1995), „ჯეიმზი და გიგანტური ატამი“ (1996), „მწერის ცხოვრება“ (1998), „სათამაშოების ისტორია 2“ (1999), „მონსტრების კორპორაცია“ (2001), „მანქანები“ (2006), „პრინცესა და ბაყაყი“ (2009), „სათამაშოების ისტორია 3“ (2010), „მონსტრების უნივერსიტეტი“ (2013), „მანქანები 3“ (2017) და „სათამაშოების ისტორია 4“ (2019).

ნიუმენს მიღებული აქვს ოსკარის ოცი ნომინაცია საუკეთესო ორიგინალური მუსიკისა და საუკეთესო ორიგინალური სიმღერის კატეგორიებში, საიდანაც მოგებული აქვს ორი. იგი აგრეთვე სამი ემის, შვიდი გრემისა და ხუთი ენის[9] მფლობელია.

ნიუმენი შეყვანილია სიმღერების ავტორთა[10] (2002), დისნეის ლეგენდებისა (2007)[11] და როკ-ენ-როლის დიდების დარბაზებში (2013).[12] 2010 წელს გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში.[13]

სტუდიური ალბომები
კინომუსიკა

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118734709 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. SNAC — 2010.
  3. ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  4. Discogs — 2000.
  5. filmportal.de — 2005.
  6. Munzinger-Archiv — 1913.
  7. ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  8. Nielsen Business Media, Inc. (November 3, 1962). Billboard. Nielsen Business Media, გვ. 4–. ციტირების თარიღი: 13 ივლისი, 2012. 
  9. Randy Newman chronology. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-23. ციტირების თარიღი: 2010-04-20.
  10. - Songwriters Hall of Fame. ციტირების თარიღი: 8 ივნისი, 2019.
  11. Randy Newman Disney Legend. D23.com. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2014.
  12. „Rock and Roll Hall of Fame Announces 2013 Inductees“. Rockhall.com. Rock and Roll Hall of Fame. 11 დეკემბერი, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-14. ციტირების თარიღი: 11 დეკემბერი, 2012. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  13. Inducted to the Walk of Fame — Randy Newman. Hollywood Walk of Fame (2 ივნისი, 2010). ციტირების თარიღი: 16 აგვისტო,2019.