რას-ალ-ხაიმა (ქალაქი)
რას ალ-ხაიმა (არაბ. رأس الخيمة, "კარვის თავზე") — ქალაქი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რას- ალ- ხაიმის საამიროს ადმინისტრაციული ცენტრი.
ქალაქის მოსახლეობა 102 ათასი ადამიანია (2003). ქალაქი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მე -6 ადგილზეა.[1]
რას -ალ-ხაიმა მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთით, სპარსეთის ყურის სანაპიროზე. ყურე ქალაქს ორ -ძველ და ახალ ნაწილებად ყოფს. ის თანამედროვე მაგისტრალით უკავშირდება ქალაქ დუბაის. აქვს საერთაშორისო აეროპორტი და საზღვაო პორტი.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რას- ალ-ხაიმაში ჰავა ტროპიკული, საკმაოდ რბილია. წლის ყველაზე ცხელი დროა ზაფხული, როდესაც ჰაერის ტემპერატურა + 35C აღწევს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი რას- ალ -ხაიმა ისტორიაში ცნობილია ჯულფარის სახელით. [2] გადმოცემით ეს იყო არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი უძველესი დასახლება. შარჯას მმართველის, სულთან ბინ მუჰამედ ალ-ქასიმის თქმით, ქალაქი დააარსა სომხებმა, რომლებიც თავი დააღწიეს მონღოლთა შემოჭრას.
ქალაქის გარეუბანში მდებარეობს მრავალი არქეოლოგიური ადგილი. [3] 1809 და 1819 წლებში რას ალ-ხაიმა სპარსეთის ყურეში ორი ბრიტანული კამპანიის ლოკაციის ადგილი გახდა. ბრიტანულ გემებზე თავდასხმების გამო მას მეტსახელად მეკობრეების სანაპირო შეარქვეს, თუმცა სულთანმა ალ კასიმი ამას უარყოფდა.[4]
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის მოსახლეობა დაახლოებით 115 949 ადამიანია .ის ყველაზე დიდი ქალაქია რას ალ- ხაიმის საამიროში.
[5] რას ალ-ხაიმა არაბთა გაერთიანებული საaმიროების ქალაქებს შორის მოსახლეობის მიხედვით მე -6 ადგილზეა.
გარეუბნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ალ დაჰიტი
- ალ მამოურა
- ალ ნახილი
- ალ ყურმი
- ალ კუსაიდატი
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სკოლების გარდა, ქალაქში მდებარეობს რას ალ- ხაიმას აკადემია და ველსპრინგის სკოლა, ფუნქციონირებს ინდური სკოლები. [6] ქალაქში არის კამპუსი უმაღლესი ტექნოლოგიების კოლეჯებისთვის, რას ალ- ხაიმას სამედიცინო და სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტი, რას ალ- ხაიმასამერიკული უნივერსიტეტი [7] და მრავალი სხვა კოლეჯი.
სპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქში მდებარეობს საფეხბურთო გუნდები Emirates Club და Ras Al Khaimah Club, რომლებმაც ორივე მონაწილეობა მიიღეს არაბთა გაერთიანებული საამიროების Top Division- ში.
ალ ჰამრას გოლფის კლუბი იდეალურია გოლფის მოყვარულთათვის, როგორც დამწყებთათვის, ასევე პროფესიონალებისთვის. გოლფის კლუბში მწვრთნელებისა და ინსტრუქტორების დიდი შემადგენლობაა, რომლებიც მზად არიან ჩაატარონ გოლფის კლასები ნებისმიერი ასაკის მსურველისათვის.
ტურიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არქტიკის ლეგენდის თემაზე 2010 წელს აგებული გასართობი წყლის პარკი Ice Land water park , რომელიც უდიდესია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, პოპულარული დასასვენებელი ადგილია მთელი ოჯახისათვის.
რას ალ-ხაიმას ეროვნული მუზეუმში წარმოდგენილია ჰაჯარის მთების ფოტომასალა, უძველესი სამკაულები და არქეოლოგიური გატხრების დროს აღმოჩენილი სხვადასხვა ისტორიული ექსპონატები.
ისტორიული იერსახე შეინარჩუნა რას- ალ-ხაიმას ძველმა უბანმა.ალ- მანარის სავაჭრო ცენტრი ყველაზე ძველია რას ალ-ხაიმაში. ის დიდი პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტებში.
გარე ბმული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "Middle East :: United Arab Emirates". დაარქივებული 2018-12-24 საიტზე Wayback Machine. Central Intelligence Agency. Archived from the original on 23 February 2011. Retrieved 5 April 2013.
- ↑ Leech, Nick (2015-10-22). "The long read: has a lost Arab capital been found on the Oman-UAE border?"[მკვდარი ბმული]. The National. Retrieved 2019-01-20.
- ↑ "History & Culture". Visit Ras Al Khaimah. Retrieved Aug 1, 2020.
- ↑ Al-Qasimi, Sultan Muhammed; Shāriqah), Sulṭān ibn Muḥammad al-Qāsimī (Ruler of (1 January 1988). "The Myth of Arab Piracy in the Gulf". Routledge – via Google Books.
- ↑ Population of the Cities in The United Arab Emirates worldpopulationreview.com. Retrieved 2020-05-25.
- ↑ "Best schools in RAK". Edarabia.com. Retrieved 2 September 2019.
- ↑ "American University of Ras Al Khaimah - (AURAK)". American University of Ras Al Khaimah UAE. 2016-08-05. Retrieved 2020-05-25.