შინაარსზე გადასვლა

პიტო (ლუდი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცხელი პიტო აყიროში

პიტო — ლუდის ტიპი, რომელსაც ფეტვის ან სორგოს დუღილით ამზადებენ ჩრდილოეთ განაში, ნიგერიის ზოგიერთ რაიონში და დასავლეთ აფრიკის სხვა ქვეყნებში. მას ამზადებენ მცირე საწარმოებში (სახლის პირობებში) და ჩვეულებრივ, სვამენ აყიროსგან დამზადებულ ჭურჭელში.

იგი შეიძლება მიირთვათ როგორც ცივი, ასევე ცხელი. ცხელი პიტო თავის სიმხურვალეს ფერმენტაციის პროცესებიდან იღებს. პიტოს, ძირითადად, ხელმოკლე ოჯახები ამზადებენ სოფლის ტერიტორიებზე. ეს მათთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. პიტოს ბოთლში ან ქილაში არ ასხამენ და როგორც წესი, მისი შეძენა პირდაპირ ადგილობრივი მაცხოვრებლისგან შეგიძლიათ.

სიტყვა „პიტო“ მექსიკურ დიალექტზე „დაბალ სტვენასაც“ ნიშნავს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • აკიმპონგი (1995); სეფა–დედეჰი (1999) – greenfacts.org