პიკო...
იერსახე
პიკო... (ინგლ. pico- < იტალ. piccolo — „პატარა“; აღნიშვნა: პ, p) — ფიზიკური სიდიდის ერთეულის სახელწოდების თავსართი ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში. წარმოადგენს თავსართს იმ ჯერადი ერთეულების სახელწოდებათა შესაქმნელად, რომლებიც ოდენობით შეესაბამება 10−12 (1/1 000 000 000 000, მეტრილიონედი) ამოსავალ ერთეულს.
წარმოშობილია იტალიურიდან — piccolo (პატარა).
1960 წელს ზომა-წონის მეთერთმეტე გენერალურ კონფერენციაზე ოფიციალურად იქნა მიღებული წილადი ერთეულის თავსართად[1].
მაგალითები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 პიკომეტრი = 10−12 მეტრი = 0.000 000 000 001 მეტრი.
- 1 პიკოფარადა = 10−12 ფარადა= 0.000 000 000 001 ფარადა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 61.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|