პიატრა-ნიამცი
იერსახე
ქალაქი | |||
---|---|---|---|
პიატრა-ნიამცი Piatra Neamț | |||
პიატრა-ნიამცი | |||
| |||
ქვეყანა | რუმინეთი | ||
კოორდინატები | 46°55′39″ ჩ. გ. 26°22′15″ ა. გ. / 46.92750° ჩ. გ. 26.37083° ა. გ. | ||
მმართველი | Andrei Carabelea[1] | ||
ფართობი | 77.4 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 310 მ | ||
მოსახლეობა | 85,055 კაცი (2011) | ||
სიმჭიდროვე | 1,099 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+2 და UTC+3 | ||
სატელეფონო კოდი | 0233 | ||
საფოსტო ინდექსი | 610004–610292 | ||
საავტომობილო კოდი | NT | ||
ოფიციალური საიტი | viziteazapiatraneamt.ro | ||
პიატრა-ნიამცი (რუმ. Piatra Neamț) — ქალაქი აღმოსავლეთ რუმინეთში, ნიამცის ჟუდეცის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ბისტრიცის ნაპირზე, ზღვის დონიდან 310 მ სიმაღლეზე. 2011 წლის აღწერით ქალაქში ცხოვრობდა 85,055 ადამიანი. დოკუმენტებში პირველად მოიხსენიება XIV საუკუნეში როგორც პიატრა-ლუი-კრეჩუნი, ან კამენა. 1497-1498 წლებში შტეფან III დიდის მიერ ქალაქში აშენდა ეკლესია, რომელიც წარმოადგენს მდიდარი მოლდავური არქიტექტურის კლასიკურ მაგალითს. XV საუკუნის დასაწყისში ქალაქის სიახლოვეს აშენდა ბისტრიცის მონასტერი. არის სახელმწიფო თეატრი და სხვა. ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდინარე ბისტრიცის ხეობაში არის დიდი ფაბრიკები.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „პიატრა-ნიამცი“ ვიკისაწყობში.
- პიატრა-ნიამცი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)