ოქტაი შიხალიევი
ოქტაი შიხალიევი | |
---|---|
დაიბადა | 3 სექტემბერი, 1931 |
დაბადების ადგილი | ბაქო |
გარდაიცვალა | 31 იანვარი, 2012 (80 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბაქო |
ჟანრი | პორტრეტი და პეიზაჟი |
ოქტაი იუსიფ ოღლი შიხალიევი (აზერ. Oqtay Yusif oğlu Şıxəliyev) — აზერბაიჯანელი მხატვარი, აზერბაიჯანის სსრ დამსახურებული მხატვარი (1982),[1] აზერბაიჯანის სახალხო მხატვარი (1992).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოქტაი შიხალიევი დაიბადა 1931 წლის 3 სექტემბერს ბაქოში. 1947-1952 წლებში სწავლობდა აზიმ აზიმზადეს სახელობის სამხატვრო სკოლაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. 1952 წელს შიხალიევი შევიდა ლენინგრადის მუხინის უმაღლეს სამხატვრო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1958 წელს.[2]
1958 წელს შიხალიევმა მოიპოვა რესპუბლიკური ახალგაზრდული ფესტივალის ოქროს მედალი და მიენიჭა პირველი ხარისხის დიპლომი.[3] ბაქოში დაბრუნების შემდეგ შიხალიევი ძირითადად მონუმენტური და დეკორატიული ხელოვნებით იყო დაკავებული. იყო რესპუბლიკური და გაერთიანებული გამოფენების მონაწილე ფერწერული და დეკორატიული ნამუშევრებით. მუშაობდა აზერბაიჯანის ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა განჯა, მინგაჩევირი, შამკირი, ლანკარანი, ბაქო და სხვ.
ოქტაი შიხალიევის ნამუშევრები ინახება აზერბაიჯანის ხელოვნების მუზეუმში, ნოვოსიბირსკის ხელოვნების მუზეუმში, ასევე მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის აღმოსავლური ხელოვნების მუზეუმებში. ალჟირის მუზეუმში დაცულია ნახატი „ჩერნუშკა“ (1970). მხატვრის ზოგიერთი ნამუშევარი ინახება აზერბაიჯანის, საფრანგეთის, გერმანიის და ა.შ. კერძო კოლექციებში. მხატვარი გარდაიცვალა 2012 წლის 31 იანვარს.[3]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- http://news.day.az/culture/312609.html
- http://xalqqazeti.com/az/news/culture/18979
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Respublika təsviri sənət xadimlərinə Azərbaycan SSR fəxri adları verilməsi haqqında Azərbaycan SSR Ali Soveti Rəyasət Heyətinin 1 dekabr 1982-ci il tarixli Fərmanı დაარქივებული 2020-01-16 საიტზე Wayback Machine. — anl.az saytı
- ↑ Октай Юсуфович Шихалиев // artchive.ru.
- ↑ 3.0 3.1 Скончался народный художник Азербайджана. day.az (1 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-21.