ოქროს ბურთი
ოქროს ბურთი (ფრანგ. Ballon d'Or) — საფეხბურთო ჯილდო, რომელიც დააწესა ფრანგულმა საფეხბურთო ჟურნალმა France Football-მა და ყოველწლიურად გადაეცემა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს, ამის გამო ხშირად ამ დაჯილდოებას ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოებას უწოდებენ. იდეა ეკუთვნოდა ჟურნალის რედაქტორს გაბრიელ ანოს, რომელმაც თავის კოლეგებს სთხოვა დაესახელებინათ 1956 წლის საუკეთესო ფეხბურთელი. ჯილდო სერ სტენლი მეთიუზს გადაეცა. ამის შემდეგ დაჯილდოებამ ყოველწლიური სახე მიიღო და არსებობის მანძილზე ყველაზე პოპულარულ ინდივიდუალურ საფეხბურთო ჯილდოდ ითვლებოდა.
როგორც წესი ჟურნალისტები აუცილებლად ასახელებდნენ ევროპელ ფეხბურთელს, რომელიც ევროპულ კლუბში თამაშობდა, ამის გამო ეს ჯილდო მოგებული არ აქვთ ფეხბურთის ისეთ ლეგენდებს, როგორებიც იყვნენ: პელე, გარინჩა, დიეგო მარადონა. 1995 წლიდან ეს წესი შეიცვალა და ჟურნალისტებს უფლება მიეცათ დაესახელებინათ ნებისმიერი ეროვნების ფეხბურთელი თუ ის ევროპულ კლუბში თამაშობდა. პირველივე წელს, ამ წესის შემოღებიდან, ოქროს ბურთის მოგება მოახერხა ლიბერიელმა ჯორჯ ვეამ საფეხბურთო კლუბ მილანიდან.
2010 წლიდან ოქროს ბურთის დაჯილდოებამ შეიცვალა სტატუსი, ფიფას და France Footbal-ის საერთო ინიციატივით, გაერთიანდა ფიფას წლის ფეხბურთელის დაჯილდოებასთან ერთ საერთო დაჯილდოებად — ფიფას ოქროს ბურთი (ფრანგ. FIFA Ballon d'Or). დაჯილდოებამ ამ სახით 2016 წლამდე იარსება და შემდეგ კვლავ დამოუკიდებელლად განაგრძეს არსებობა. ფიფას ოქროს ბურთის ჯილდო France Football-ის ოქროს ბურთის ჯილდო ანალოგი იყო.
2009 წლამდე ყველაზე მეტჯერ, სამჯერ, ოქროს ბურთის მოგება სამმა ფეხბურთელმა მოახერხა მიშელ პლატინიმ, იოჰან კრუიფმა და მარკო ვან ბასტენმა, მათ შორის პლატინიმ ზედიზედ სამჯერ მოიგო ეს ტიტული 1983–85 წლებში. 2009 წელს ჯილდოს მფლობელი გახდა ლიონელ მესი, რომელმაც ამის შემდეგ 2010, 2011 და 2012 წლებშიც, უკვე ფიფას ეგიდით ჩატარებულ დაჯილდოებებში იპირველა, რითაც France Football-ის და ფიფა-ს ოქროს ბურთების საერთო რაოდენობით შეიქნა ყველა დროის რეკორდსმენი 25 წლის ასაკში, შემდეგ კი, 2015, 2019, 2021 და 2023 წელსაც მოიპოვა ეს ჯილდო და ჯამში 8 ჯილდოს მფლობელი გახდა. 2008-2017 წლებში კრიშტიანუ რონალდუმ ორივე დაჯილდოების ფარგლებში ხუთჯერ მოიპოვა ტიტული და მესის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს გამარჯვებულთა რეიტინგში. კრიშტიანუ რონალდუ 18-ჯერ იყო ნომინირებული, რაც აბსოლუტური რეკორდია. მიშელ პლატინი, მარკო ვან ბასტენი და იოჰან კრუიფი 3-3 ჯილდოთი მესამე ადგილს იყოფენ, შემდეგ მოდიან ფრანც ბეკენბაუერი, რონალდო, ალფრედო დი სტეფანო, კევინ კიგანი და კარლ-ჰაინც რუმენიგე 2-2 მოგებული ოქროს ბურთით.
გამარჯვებულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რეიტინგი გამარჯვებულების მიხედვით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]FIFA-ს და France Football-ის ოქროს ბურთის მფლობელები (1956-დღემდე)
|
France Football-ის ოქროს ბურთის მფლობელები (1956-2009, 2016-დღემდე)
|
გამარჯვებულები ეროვნული ნაკრებების მიხედვით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]FIFA-ს და France Football-ის ოქროს ბურთის მფლობელები (1956-დღემდე)
|
France Football-ის ოქროს ბურთის მფლობელები (1956-2009, 2016-დღემდე)
|
გამარჯვებულები კლუბების მიხედვით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შენიშვნები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]A. ^ ალფრედო დი სტეფანო დაიბადა არგენტინაში, 1956 წელს მიიღო ესპანეთის მოქალაქეობა და თამაშობდა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში.
B. ^ ომარ სივორი დაიბადა არგენტინაში, 1961 წელს მიიღო იტალიის მოქალაქეობა და თამაშობდა იტალიის ეროვნულ ნაკრებში.
C. ^ მოთამაშემ წლის დასაწყისიდან დასასრულამდე შეიცვალა კლუბი. (პირველად წერია კლუბი, რომელშიც ირიცხებოდა მოთამაშე როდესაც ტიტული მიიღო).