ოქროსფერი მეჭვავია
ოქროსფერი მეჭვავია | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Pluvialis apricaria (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
| |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22693727 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
გამრავლება გამოზამთრება მთელი წლის განმავლობაში | |||||||||||||||
|
ოქროსფერი მეჭვავია[1] (ლათ. Pluvialis apricaria) — ფრინველი მეჭვავიასებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძეა 250–300 მმ, მასა დაახლ. 200 გრამი. აგებულება პროპორციულია, ნისკარტი სწორი, შედარებით მოკლე. ტანის ზედა ნაწილი ოქროსფერ-ჭრელია; ქვედა — შავი, ზედა ნაწილისგან გამოყოფილია ვიწრო თეთრი ზოლით, რომელიც შუბლიდან იწყება და კისრის გავლით გვერდებზე გადადის. დედალი უფრო მკრთალია, მუცელზე თეთრი ლაქებით; ზამთარში შავი ფერი იცვლება ოქროსფერ-კვამლათი. იღლიის ბუმბულები თეთრია.[2]
ოქროსფერი მეჭვავია ბუდობს ევრაზიის ჩრდილოეთ ნაწილში, გრენლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილიდან იაკუტიის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილამდე. ბინადრობს მთების სუბალპურ სარტყელში, ტუნდრაში, ტყეტუნდრაში; ტორფის ხავსებიანი ჭაობებით სამხრეთში აღწევს ტყის ზონის სიღრმეში. იზამთრებს სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროზე. ძირითადად იკვებება უხერხემლო ცხოველებით. მონოგამიური ფრინველია. ბუდობენ განცალკევებულ წყვილებად, ზამთარში გუნდებად არიან. ბუდეს არაღრმა ორმოს სახე აქვს, რომელიც ამოფენილია მცირეოდენი ხავსით, ფოთლებითა და ბალახით. დებს 4 კვერცხს. კრუხობს ორივე მშობელი. გამოჩეკიდან თითქმის უმალვე ნაშიერები ბუდეს ტოვებენ.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 138.
- ↑ 2.0 2.1 Иваницкий В. В. Золотистая ржанка // Большая российская энциклопедия. т. 10. — М., 2008. — стр. 531–532.