შინაარსზე გადასვლა

ორთოგონალური გეგმა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლე ჰავრის ორთოგონალური გეგმა

ორთოგონალური გეგმა (ინგლ. gridiron plan, ფრანგ. plan hippodamien) — ქალაქის დაგეგმვის მეთოდი, რომელშიც ქუჩები მართი კუთხით იკვეთება, რას ორთოგონალურ სქემას ქმნის.

XIX საუკუნიდან დღემდე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქგეგმარება ორთოგონალურად თავდაპირველად ილდეფონსო სერდამ განსაზღვრა, რომელიც მან ბარსელონას ეიხამპლეში გამოიყენა. დიდი ზომის ამერიკული ქალაქების გეგმებზე შეხედვით ნათლად ჩანს, რომ მათი ცენტრი თითქმის ყველგან ორთოგონალურია, მაშინ როცა რაც უფრო სცდებით ცენტრს, სწორხაზოვნება იკარგება და არემარე გარეუბნის ხასიათს იძენს.

აშშ-ში ორთოგონალურ სისტემას ვრცლად იყენებდნენ 60-იან წლებამდე. თუმცა 1920-იან წლებში ავტომობილის სწრაფმა გავრცელებამ ქალაქმგეგმავები პანიკაში ჩააგდო — მათი შიშით სწრაფმავალი მანქანები ქუჩებში ათასობით მცირეწლოვან ბავშვს მოკლავდა. ამისთვის მათ მოიფიქრეს ინვერტული "სუპერკვარტალის" წყობა, რომელშიც ავტომანქანების გამჭოლი მოძრაობა მინიმალური იყო, უფრო მეტიც, ისინი არტერიულ გზებზე იდევნებოდა; ავტომგზავრობის წარმომქმნელი საბინაო კომპლექსები და მაღაზიები სუპერკვარტლის განაპირას მდებარეობდა, არტერიების გასწვრივ. ეს პარადიგმა დომინირებდა 1930-60-იან წლებში, განსაკუთრებით ლოს-ანჯელესში, სადაც ამ სტილის განსაკუთრებული ნიმუშებია ლიმერტის პარკი და პანორამა-სიტი.

1960-იან წლებში გზების ინჟინრებმა და ქალაქმგეგმავებმა სრულიად უკუაგდეს ორთოგონალური გეგმა და "ქუჩების იერარქიაზე" გადაინაცვლეს. ეს სრულიად ასიმეტრიული ქუჩების განლაგება, რომელშიც საცხოვრებელი ქვედანაყოფი ხმისგამყოფი კედლით იყო შემოვლებული, სრულიად გამიჯნულია ქუჩის ქსელისგან, გარდა ერთი ან ორი შემაერთებლისა არტერიულ გზასთან. გარკვეულწილად, ეს დაბრუნება იყო შუასაუკუნეების სტილზე: კრიტიკოსთა აზრით ძლიერი მსგავსებაა თანამედროვე ამერიკულ გარეუბანსა და შუასაუკუნეების არაბულ და მავრიტანულ ქალაქებთან. ორივე შემთხვევაში, თემური დასახლება ცალ მხარეს - კლანი ან გაფართოებული ოჯახი მუსლიმანურ სამყაროში, ეკონომიკური ჰომოგენური ქვედანაყოფი თანამედროვე გარეუბანში — საკუთარ თავს ზღუდავს ფართო ურბანული სცენისგან ჩიხების გამოყენებით.