ომფალე (მითოლოგია)
ომფალე (მითოლოგია) | |
---|---|
სქესი: | მდედრობითი |
მამა: | Iardanus |
მეუღლე: | Tmolus[1] [2] [3] [4] და ჰერაკლე |
შვილები: | Agelaus of Naupactus, Tyrrhenus, Agelaus, Acheles, Cleodaeus, Atys და Lamus |
გამოსახულებები |
ომფალე (ძვ. ბერძნ. Ὀμφάλη) — ლიდიის სამეფოს დედოფალი მცირე აზიაში, ტმოლოსის ქვრივი, ბერძნული მითოლოგიური პერსონაჟი. დიოდორე სიცილიელი ლიტერატურაში მას პირველი წარმოგვიდგენს, თუმცა ესქილესაც აქვს მასზე ცნობები. [5] ბერძნები მას არ აღიარებდნენ ქალღმერთად. [6] მის ყველაზე ცნობილ მითში, იგი არის გმირი ჰერაკლეს საყვარელი ერთი წლის განმავლობაში.
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ომფალე იყო იორანდეს (სავარაუდოდ ან ლიდიის მეფე ან მდინარის ღმერთი) ასული, ტმოლოსის ქვრივი და ლიდიის დედოფალი.
მითოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰერაკლე და ომფალე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერთ–ერთი ბერძნული ვარიანტი ჰერაკლეს მითისა გვიყვება, რომ იგი დასაჯეს „უნებლიედ“ უდანაშაულო იფიტუსის მკვლელობისთვის. გმირ ჰერაკლეს, რომელსაც რომაელებმა ჰერკულესი უწოდეს, ქსენოკლეას ბრძანებით, მას მიესაჯა ომფალეს მონობა ერთი წლის განმავლობაში, [7] კომპენსაცია გადაეცა ევრატიუსს, რომელმაც უარი თქვა მასზე. [8] ომფალემ დროებით მოადუნა, დააჩლუნგა გმირი, აცმევდა რა თავის სამოსელს, იყენებდა მოახლესავით და აიძულებდა დახმარებოდა ქალის საქმიანობაში, როგორიცაა: ძაფის დართვაში (აჭერინებდა მატყლის კალათას სანამ ის და ქალები ერთად ართავდნენ), ქსოვაში, თვითონ კი ნემეის ლომის ტყავს იცვამდა და მის სხვა ატრიბუტებს ატარებდა, რითაც ამცირებდა გმირს. [9][10]
ომფალეს დავალებით, ჰერაკლემ რამდენიმე საგმირო საქმეც ჩაიდინა: მოკლა სილევსი, შეიპყრო კერკოპები, აგრეთვე, ლიდიაში ყოფნის დროს ჰერაკლემ დაიპყრო ისტონის ქალაქი და მოკლა სილიუსი, რომელიც გამვლელებს თავისი ვენახის გათოხვნას აიძულებდა. მან დაკრძალა იკარუსის ცხედარი და მონაწილეობა მიიღო კალიდონიურ ტახებზე ნადირობაში და მისი სახელი უკვდავყვეს არგონავტიკაში.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, ომფალემ გაათავისუფლა ჰერაკლე და მისი მეუღლე გახდა. ისინი მოგზაურობდნენ დიონისეს ჭალაში და გეგმავდნენ გამთენიისას ბახუსის რიტუალების აღნიშვნას. ჰერაკლეს მარტო ეძინა საწოლში და ომფალეს ტანსაცმელი ეცვა. ბერძენი ღმერთ პანს, იმედი ჰქონდა რომ ომფალესთან დაწვებოდა. ასეც გააკეთა — შიშველი დაეშვა საწოლში, თუმცა, შეცდომით მიუწვა ჰერაკლეს, რომელმაც პანი იატაკზე გადმოაგდო და გაიცინა. [11][12]
გვიანდელი თქმულებების მიხედვით, ჰერაკლეს და ომფალეს შვილიც ჰყავდათ, სახელად ლამოსი, რომელსაც ზოგი წყარო (პავსანიასი) უწოდებს ტირსენუსს.
ხელოვნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხელოვნებამ აიტაცა არა მარტო ძველი მითი, არამედ ანტიკური კომედიაც, რომელშიც ჰერაკლეს და ომფალეს ურთიერთობა გათამაშებული იყო პერიკლეს და ასპასიას სიყვარულის ანალოგიით.
მთვრალი ჰერაკლეს და ომფალეს სცენის ამსახველი პომპეური ფრესკა ნეაპოლის ეროვნულ მუზეუმში ინახება, აგრეთვე ნაჩვენებია ფრესკა, სადაც დედოფალს და გმირს ტანისამოსი გაუცვლიათ. რომაულ პორტრეტში ომფალეს ლომის ტყავი მოუსხამს. მამაკაცისა და დედაკაცბის როლების გაცვლა ბერძნული ხელოვნების მოტივი იყო და ასახავდა ქალთა უფლებების წამოწევას ცხოვრებაში. შუა საუკუნეებში კი ომფალეს და ჰერაკლეს თემა იქცა მამაკაცური ვალის სამარცხვინოდ დავიწყების და ქალის ბატონობის სიმბოლოდ.
- „ჰერკულესი და ომფალე“ — XVI საუკუნის გერმანელი მწერლის, ლუკას კრანახი უფროსის ნამუშევარი, სადაც გამოსახულია ქალის ტანსაცმელში ჩაცმული ჰერაკლე, ომფალე და ორი მოსამსახურე.
- „ომფალე“ — ტრაგედიული ჟანრის სპექტაკლი, რომელიც დაიდგა პარიზის ოპერის თეატრში 1769 წელს.
- „ომფალეს მბრუნავი ბორბალი“ — კამილ სენ-სანსის მუსიკალური ნაწარმოები (1870-იანები)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Н. О. Омфала // Энциклопедический словарь — СПб: Брокгауз — Ефрон, 1897. — Т. XXIа. — С. 940.
- ↑ 2.0 2.1 Любкер Ф. Tmolus // Реальный словарь классических древностей по Любкеру / под ред. Ф. Ф. Зелинский, А. И. Георгиевский, М. С. Куторга и др. — СПб: Общество классической филологии и педагогики, 1885. — С. 1399.
- ↑ 3.0 3.1 Н. О. Тмол // Энциклопедический словарь — СПб: Брокгауз — Ефрон, 1901. — Т. XXXIII. — С. 373.
- ↑ 4.0 4.1 Омфала // Ньюфаундленд — Отто — 1916. — Т. 29. — С. 495.
- ↑ Aeschylus, Agamemnon 1024-25.
- ↑ "No connection between the two has been established, difficult as it is to believe there was no connection between them in early religion." (Elmer G. Suhr, "Herakles and Omphale" American Journal of Archaeology 57.4 (October 1953, pp. 251-263) p. 259f.
- ↑ Sophocles, The Trachiniae 69ff.
- ↑ According to Diodorus, his sons accepted it.
- ↑ Lucian. „15 Zeus, Asclepius and Heracles“, Dialogues of the Gods.
- ↑ Tertullian. „4.3“, De Pallio. .
- ↑ Fasti 2.303-62.
- ↑ Confessio Amantis5.6807-6960