შინაარსზე გადასვლა

ოკინავის დაბრუნების შეთანხმება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოკინავის დაბრუნების შეთანხმება — შეთანხმება აშშ-სა და იაპონიას შორის, რომლის თანახმად აშშ-მ იაპონიის სასარგებლოდ დათმო უფლებები კუნძულ ოკინავაზე. ხელშეკრულებას ერთდროულად მოაწერეს ხელი ვაშინგტონსა და ტოკიოში 1971 წლის 17 ივნისს. ამერიკის მხრიდან პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის სახელით ხელი მოაწერა სახელმწიფო მდივანმა უილიამ როჯერსმა, ხოლო იაპონიის მხრიდან კიიტი აიტიმ პრემიერ-მინისტრ ეისაკუ სატოს სახელით. იაპონიის პარლამენტმა ხელშეკრულების რატიფიცირება 1971 წლის 24 ნოემბერს მოახდინა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]