შინაარსზე გადასვლა

ნიგარ ხანიმი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიგარ ხანიმი

თურქ. Nigâr Hanım, ოსმ. نگار خانم
დაბადების თარიღი 1856
სტამბული, ოსმალეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1 აპრილი 1918
სტამბული
მოქალაქეობა ოსმალეთის დროშა ოსმალეთის იმპერია
საქმიანობა პოეტი, მწერალი

ნიგარ ხანიმი (თურქ. Nigâr Hanım, ოსმალ. نگار خانم‎; დ. 1856, სტამბოლი —  გ. 1 აპრილი, 1918, სტამბოლი) —  ოსმალეთის იმპერიაში მოღვაწე პოეტი და მწერალი. [1][2]

ნიგარ ხანიმი წარმოშობით უნგრელი გახლდათ, მისი მამა მაკარ ოსმან ფაშა უნგრეთიდან  გაიქცა 1848 წელს  ოსმალეთის იმპერიაში უნგრეთის რევოლუციის (1848-1849) დაწყების შემდეგ. ნიგარი დაიბადა 1856 წელს სტამბოლში. მან განათლება მიიღო კადიქოის ფრანგულ სკოლაში, ადრეულ ასაკში ისწავლა ფორტეპიანოზე დაკვრა,  კერძო მასწავლებელთან სწავლობდა თურქულს, არაბულს და სპარსულს. შემდგომში საუბრობდა  ფრანგულ, ბერძნული გერმანული, იტალიურ, სომხურ, არაბულ, სპარსულ და უნგრულ ენებზე. მთლიანობაში ფლობდა რვა ენას.

ნიგარ ხანიმი კარგად ერკვეოდა აღმოსავლურ და დასავლურ კულტურებში, იცნობდა ფრანგულ ლიტერატურას და მალევე დაიწყო ლექსების წერა ფრანგულად. მისი ადრეული პოეზია დაიწერა ტრადიციული დივანის სტილში, მაგრამ მოგვიანებით, მაჰმუდ ეკრემ რეჯაიზადისა და სხვა ავტორების გავლენით, მან უფრო მოდერნისტული პოზიცია დაიკავა. ნიგარ ხანიმმა თურქულ ლიტერატურაში დასავლური სტილი შეიტანა და ოსმალეთის იმპერიის წამყვანი პოეტი ქალი გახდა თანზიმათის შემდგომ პერიოდში. მის სტილს და თემების არჩევანს მკაფიოდ ქალური ხასიათი აქვს. მისი ლექსები ხშირად იბეჭდებოდა იმდროინდელ თურქულ გაზეთებში.[3][4]

ჰუმანიტარული საქმიანობისთვის ნიგარ ხანიმმა მიიღო წყალობის ორდენი სულთან აბდულჰამიდ II-ისგან.[5]

სიცოცხლის ბოლო წლებში, ავადმყოფობის გამო, ნიგარ ხანიმი იშვიათად ჩნდებოდა საზოგადოებაში და მისდევდა ჩაკეტილი ცხოვრების წესს. პოეტი გარდაიცვალა სტამბოლში 1918 წლის 1 აპრილს.[6]

მამამ გოგონა თოთხმეტი წლის ასაკში დააქორწინა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ იგი გასცილდა მეუღლეს. ცნობილია, რომ ნიგარს ჰყავდა ვაჟი სალიჰ კერამეტი, რომელიც გახლდათ  ოსმალეთის იმპერიის ბოლო ხალიფა აბდულმეჯიდ II-ის შვილების მასწავლებელი. მას შემდეგ, რაც 1924 წლის 3 მარტს გამოიცა კანონი No431, რომლის მიხედვითაც ქვეყნიდან გააძევეს ოსმალეთის დინასტიის ყველა მთავარი წევრი, სალიჰ კერამეტმა აბდულმეჯიდთან ერთად დატოვა თურქეთი.[7]

ნიგარ ხანიმი   მნიშვნელოვანი და ცნობილი ფიგურა იყო იმდროინდელ თურქულ საზოგადოებაში. იგი არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ პოეტური კარიერით. მისმა ცხოვრების წესმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საზოგადოებაზე და ქალთა პერსპექტივაზე ოსმალეთის იმპერიაში მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში. მიუხედავად იმისა, რომ ის არ იყო ფემინისტი, მისი იდეები ქალთა უფლებების შესახებ ბევრად უსწრებდა  დროს.

ლექსების გარდა, ნიგარ ხანიმი წერდა პროზაულ ნაწარმოებებს, დაკავებული იყო მთარგმნელობითი საქმიანობით.

მისი ძირითადი ნამუშევრების არასრული სია:

პოეზია:

  • Efsus I (1877)
  • Efsus II (1891)
  •  Nîrân (1896 )
  •  Aks-i Sada (1900)
  • Safahat-ı Kalb (1901)
  •  Elhan-ı Vatan (1916)

პიესა:

  • ·Tesir-i Aşk

მემუარები:

  • Hayatımın Hikâyesi (გამოქვეყნებული 1959)
  • Şair Nigar Hanım (İnceleme; İletişim Yayınları, 1998) (თურქ.)
  • Cosman, Carol, and Joan Keefe, and Kathleen Weaver, The Penguin Book of Women Poets, Allen Lane London 1978
  1. Altıkulaç Demirdağ, Refika (2015). "Şair Nigâr Hanım'ın Eserlerinde Geleneksel Eğitim Anlayışı: ‘Anna’ Dili ve Eleştirisi". International Journal of Languages’ Education and Teaching: 2316-2324. (თურქ.)
  2. Altıkulaç Demirdağ, Refika (2015). Nigâr Hanım Toplu Şiirleri. Salkımsögüt. .(თურქ.)
  3. Nazan Bekiroğlu, Şair Nigar Hanım, İstanbul, 2008 sf 241. .(თურქ.)
  4. Nazan Bekiroğlu, Şair Nigar Hanım, İstanbul 2008 sf. 267. .(თურქ.)
  5. ARTS - Ottoman medal for 'compassionate' British lady to go under the hammer.[მკვდარი ბმული] ციტირების თარიღი: 18 აპრილი 2016.
  6. Nazan Bekiroğlu. დაარქივებული 2016-03-15 საიტზე Wayback Machine. www.nazanbekiroglu.com. ციტირების თარიღი: 18 აპრილი 2016.
  7. Kenan Akyüz, (1953 4.baski 1982) Batı Tesirinde Turk Şiiri Antolojisi 1860-1923, İstanbul: İnkılap Kitabevi, s. 217-218. .(თურქ.)