შინაარსზე გადასვლა

ნიახური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიახური

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ქოლგოსანნი
გვარი:  ნიახური
ლათინური სახელი
Apium
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 164203

ნიახური (ლათ. Apium) — ერთ-, ორ- და მრავალწლოვან მცენარის გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა. თითქმის ყველგანაა გავრცელებული.

ცნობილია 20-მდე სახეობა. მოჰყავთ კულტურული ნიახური (ლათ. Apium graveolens), რომელიც ორწლოვანი (იშვიათად ერთწლოვანი) სანელებელი ბოსტნეულია. ცნობილია ნიახურის 3 სახესხვაობა: ძირხვნიანი, ყუნწიანი და ფოთლიანი. ეს უკანასკნელი ფართოდაა გავრცელებული საქართველოში.

ნიახური შეიცავს ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს, ეთერზეთებს. ნედლ და გამხმარ ნიახურს იყენებენ კულინარიაში და საკონსერვო მრეწველობაში. თესენ გვიან შემოდგომით, ზამთარში ან ადრე გაზაფხულზე.