შინაარსზე გადასვლა

ნერვული ქსოვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნერვული ქსოვილის ჭრილი

ნერვული ქსოვილი (ლათ. textus nervosus) — ქსოვილი, რომელიც ქმნის ნერვულ სისტემას. შედგება იმპულსების გამტარი სპეციალიზებული რთულად დიფერენცირებული უჯრედებისაგანნეირონებისგან. მათი ფორმა მთლიანადაა დამოკიდებული შესრულებულ ფუნქციაზე. ყოველ ნეირონს გააჩნია სხეული, რაც წარმოდგენილია, როგორც გაფართოებული ნაწილი, სადაც ლოკალიზებულია ბირთვი და ორი ან მეტი გამონაზარდი, მორჩი (აქსონი და დენდრიტები). აქსონები ატარებენ იმპულსს ნეირონის სხეულიდან პერიფერიისაკენ, ხოლო დენდრიტები — უჯრედის სხეულისაკენ.

ნეირონებთან ერთად ნერვულ ქსოვილს შეადგენენ ნეიროგლიის უჯრედები, რომლებიც უმთავრესად საყრდენ, ტროფიკულ და სხვა ფუნქციას ასრულებენ.

ნერვული ქსოვილის ყველა უჯრედი ვითარდება ერთი და იმავე ექტოდერმული უჯრედების დიფერენცირების შედეგად ნეირონების წარმომქმნელ (ნეირობლასტები) და გლიის წარმომქმნელ (გლიობლასტები ანუ სპონგიობლასტები) უჯრედებად. ნერვული ბოჭკოები და ნერვული დაბოლოებები ნერვული ქსოვილის შემადგენელი კომპონენტებია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]