ნეპალის სამზარეულო
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ნეპალის სამზარეულო}} |
ნეპალის სამზარეულო - ნეპალის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების კერძების და მათი მომზადების ტრადიციების ერთობლიობა. აზიურ სამზარეულოსგ ტრადიციულად არ მიეკუთვნება, მაგრამ შეიცავს აზიური კერძებისთვის დამახასიათებელ ნიშან-თვისებებს. მას ნეპალის გეოგრაფიული მდებარეობა, მთიანი რელიეფი, კლიმატი და სხვადასხვა ეთნიკური კგუფის უნიკალური კულტურა განაპირობებს, ბოლო წლებში გაიზარდა ასევე დასავლეთის გავლენა.
პოპულარული კერძები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ნეპალში ერთ-ერთი პოპულარული კერძია დალ-ბათ-თაკარი. ის შედგება სამი კომპონენტისგან: დალ - ტრადიციული წვნიანი სუნელებით და მოხარშული ხორბლით, ბათ - ფლავი ან სხვა რაიმე მარცვლეული და თაკარი - კარის სოუსი ბოსტნეულით. შეიძლება დაემატოს ახალი ან ფერმენტირებული პიკული, სხვადასხვა სახეობის ოლოკი, დაჭრილი ლიმონი, მწვანე ჩილი ან ლაიმი. მომო - პელმენის მსგავსი ორთქლზე დამზადებული ხორციანი ცომი - ერთ-ერთი ყვეკაზე პოპულარული საკვებია ნეპალში და ინდოეთის სიკიმის, დარჯილინგის და კალიმპონგის რეგიონებში, სადაც ეთნიკური ნეპალელების გარკვული რაოდენობა ცხოვრობს. ტრადიციულად მზადდებოდა კამეჩის ხორცით, დღეს უმეტესად იხმარება თხის და ქათმის ხორცი, არსებობს ვეგეტერიანული ვარიაციებიც. ზოგადად ნეპალის სამზარეულოში უმეტესად ქვეყანაში ხელმისაწვდომჯ თხის და ცხვრის ხორცი გამოიყენება. [1] სელ როტი - ტრადიციული ნეპალური ბეჭდის ფორმის ტკბილი პური - და სხვა კერძები ძირითადად დღესასწაულებზე მზადდება. პოპულარულია ასევე ინდური და ტიბეტური საკვები და ჩინური კერძების ვარიაციები.
ეთიკეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკვების მიღება მარჯვენა ხელით (მარცხენა ხელი ითვლება "ბინძურად" და მათი საჭმლის შეხება არ არის მიღებული), ტრადიციულად იატაკზე სხდომისას ხდება, თუმცა რესტორნებში და შეძლებული ოჯახების სახლებში გვხვდება მაგიდები და სკამები. კოვზის და ჩანგლის გამოყენება თანდათან პოპულარული ხდება, ტურისტულ ადგილებში დანაჩანგალი ყოველთვის ხელმისაწვდომია. მიუხედავად იმის, რომ კასტური სისტემა კანონით აიკრძალა [2] და თანდათან კარგავს მნიშვნელობას, ზოგ კონსერვატიულ ოჯახში, განსაკუთრებით სოფლებში, დღესაც არ მიიღებენ თავისზე დაბალი კასტის წარმომადგენლის გაკეთებულ საკვებს.
საჭმლის და სასმელების სისუფთავეს დიდ ყურადღებას ანიჭებენ, განსაკუთრებით მაღალი კასტების ტრადიციებში. ითვლება, რომ ნერწყვთან კონტაქტის შემდეგ საკვები ბინძურდება, მისი შემდგომში სხვის მიერ მოხმარება მის სტატუსზეა დამოკიდებული, მაგ. შვილისთვის მშობლის ნაპირალის ჭამა დაშვებულია, მაგრამ პირიქით არა, თავისი სწორის - მეგობრის ან მეუღლის - დაშვებულია. საკვების ცხოველთან ან მწერთან კონტაქტის შემდეგ ის საფუძვლიანად ირეცხება თეფშთან ერთად, გამონაკლისია ძროხები და ფუტკრები, რომლებიც რელიგიურად სუფთად ითვლებიან. ბინძურად ითვლება ასევე ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი და მთვრალი ადამიანი. დაბალი კასტის წარმომადგენლები ხანდახან სხვებისგან იყოფებიან ან საერთოდ არ შემოდიან სახლში სადილის დროს, საკვებზე, რომლებსაც ისინი ეხებიან ხილის, მარცვლეულის და ლობიოს გარდა კი უარს ამბობენ. ნეპალელების უმეტესობა ამგვარ ტრადიციებს აღარ მისდევს.
დასავლეთის გავლენა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბოლო წლებში დასავლურმა ქვეყნებმა ნეპალის სამზარეულოზე შესამჩნევი გავლენა იქონიეს. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია ქალაქებში და ტურისტულ ადგილებში, სადაც საშუალო შემოსავლის ოჯახებიბისთვის დასავლური პური, სენდვიჩები, ბურგერები, პიცა, პასტა, კოლა და ა.შ. ყოველდღიური საკვებია. მათი პოვნა შესაძლებელია რესტორნების უმეტესობის მენიუში. [3]
წყაროები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- https://www.tripadvisor.com/Restaurants-g293890-c2-Kathmandu_Kathmandu_Valley_Bagmati_Zone_Central_Region.html
- https://www.nytimes.com/2001/08/17/world/nepal-prohibits-bias-against-untouchable-caste.html
- https://www.britannica.com/place/Himalayas/Animal-life