შინაარსზე გადასვლა

ნეოკანტიანიზმი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნეოკანტიანიზმი ეს არის იმანუელ კანტის ფილოსოფიის ინტერპრეტირებული მიმდინარეობა, უფრო ზუსტად კანტის ფილოსოფიის კრიტიკა შოპენჰაუერის ნაშრომში მსოფლიო როგორც სურვილი და წარმოდგენა (1818), ასევე პოსტ–კანტიანელი ფილოსოფოსების, როგორიცაა იაკობ ფრიდრიხ ფრაისი და იოჰან ჰერბარტი. კანტის ფილოსოფიამ გვიან გერმანულ ფილოსოფიაში სპეციფიკური გაგება ჰპოვა.

მოძრაობა "უკან კანტისაკენ" 1860 წელს დაიწყო, როგორც რეაქცია მატერიალისთა შეპაექრებაზე გერმანულ აზროვნებაში 1850 წელს. ჰერმან ფონ ჰელმოლცისა და ედვარდ ზელერის ნამუშევრებთამ ერთად, მოძრაობის ადრეული ნაყოფი კუნო ფიშერის კანტზე ნაშრომები იყო და ფრიდრიხ ლანგეს მატერიალიზმის ისტორია (Geschichte des Materialismus), ეს უკანასკნელი ამტკიცებდა რომ ტრანსცენდეტული იდეალიზმი ენაცვლებოდა ისტორიულ ბრძოლას მატერიალურ იდეალიზმსა და მექანიკურ იდეალიზმს შორის. ფიშერი ადრევე ჩაერთო არისტოტელიანელ ფრიდრიხ ადოლფ ტრენდელენბურგთან კამათში, რომელიც ტრანსცენდენდენტული ესთეთიკის შედეგების ინტერპრეტაციას ეხებოდა. კამათმა ბიძგი მისცა ჰერმან კოენს 1871 წელს დაეწერა სასემინარო ნამუშევარი Kants Theorie der Erfahrung, წიგნი ხშირად მოიხსენიება მე–20 საუკუნის ნეოკანტიანიზმის საფუძვლის ჩამყრელად. ფიშერ–ტრედელენბურგის კამათსა და კოენის ნამუშევარს უკავშირდება ჰანს ვაილინგერის კომენტარები წმინდა მიზეზის კრიტიკაზე.

კოენი მარბურგის სკოლის მეთაური გახდა, რომლის სხვა გამოჩინილი წარმომადგენლები პოლ ნატორპი და ერნსტ კასირერი იყვნენ. მეორე მნიშვნელოვანი ჯგუფი სამხრეთ–დასვლეთის სკოლა იყო (ან ბადენის სკოლა, სამხრეთ–დასავლეთ გერმანიაში), რომელშიც ვილჰელმ ვინდელბანდი, ჰაინრიხ რიკერტი და ერნსტ ტროელში შედიოდნენ. მარბურგის სკოლა აქცენტს ეპისტემოლოგიასა და ლოგიკაზე აკეთებდა, ხოლო სამხრეთ–დასავლეთის სკოლა კულტურისა და ღირებულებების საკითხებზე. მესამე ჯგუფს წარმოადგენდა ლეონარდ ნელსონი, რომელმაც ფრიზეანული ტენდენცია განავითარა.

ნეოკანტიანური სკოლების მიდრეკილება კანტის მეცნიერული კითხვა იყო, ხშირად ამცირებდნენ ინტუიციის როლს კონცეპციისას კი პირიქით. თუმცა ნეოკანტიანიზმი ეთიკური ასპექტები, სოციალიზმის ორბიტაზე ტრიალებდა. ამან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ავსტრომარქსიზმზე და ედვარდ ბერნშტაინის რევიზიონიზმზე. ლანგე და კოენი განსაკუთრებით იყვნენ გატაცებული კანტიანური აზროვნებისა და სოციალიზმის ამ კავშირით, რომელიც ლუდვიგ ფონ მიზესმა განავითარა, თვლიდა რა კანტიანურ აზროვნებას ზიანის მომტანად. ნეოკანტიანიზმის მეორე ასპექტი იუდაიზმის განახლებული წარმოდგენა იყო, განსაკუთრებით კოენის სემინალურ ნაშრომში.

ნეოკანტუანური სკოლას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. იგი იყო ფილოსოფიის მიმდინარეობა, რომელსაც მტკიცე გავლენა ჰქონდა მთელს გერმანიაში. მან ყველაზე ადრე გამოიყენა ისეთი ტერმინები როგორიცაა ეპისტემოლოგია და იგი ონტოლოგიაზე წინ დააყენა. ნატორპს დიდი გავლენა ჰქონდა ფენომენოლოგიის ისტორიაზე და ხშირად მოიხსენიება ედმუნდ ჰუსერლთან ერთად, გამოიყენა რა ტრანსცენდენტული იდეალიზმის ლექსიკა. ემილ ლასკა დიდი გავლენა მოახდინა ახალგაზრდა მარტინ ჰაიდეგერზე. კასირერის და ჰაიდეგერის დებატმა კანტის ინტერპრეტაციაზე, მოგვიანებით აზრს, რომ კანტი ფენომენოლოგიის წინამორბედი იყო, ფორმულირების საშუალება მისცა; ეს შეხედულება განიხილა ეუგენ ფინკმა. ნეოკანტიანიზმის ერთ–ერთი დიდი მიღწევა ა ჟურნალ Kant-Studien–ის ჩამოყალიბება, რომელიც დღესაც არსებობს. უკანასკნელ დროს ანგლო–ამერიკულ სამყაროში ნეოკანტიანიზმის მიმართ ინტერესი გილიან როუზის ნამუშევარმა განაახლა. იგი აკრიტიკებს ამ მოძრაობის გავლენას თანამედროვე ფილოსოფიასა და მაქს ვებერის ნამუშევარზე. კანტის საკითხმა ცნობიერების საზღვრებზე ძლიერი გავლენა იქონია მე–19 საუკუნის გერმანული ანტიპოზივისტურ სოციოლოგიურ მოძრაობაზე ჯორჯ სიმელის ნაშრომში (სიმელის კითხვა 'რა არის საზოგადოება?' არის პირდაპირი ალუზია კანტის კითხვისა: 'რა არის ბუნება?'). სოციოლოგისტ–ფილოსოფოსმა, მაიკლ ფოუკალტმა ჩამოაყალიბა რადიკალური კრიტიკა კანტის თანამედროვეობაში ახლიდან აღმოჩენა. მაიკლ ფრაიდმანი მიმდინარე ნამუშევარის მკაფიოდ ნეოკანტიანურია.

ტერმინი "ნეოკანტიანური" ასევე გამოიყენება იმ პიროვნების ან პიროვნებათა ჯგუფის აღსაწერად, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ იზიარებს კანტის შეხედულებებს. პიტერ სტროუსონის შეგრძნების საზღვრებში განახლებული ინტერესი კანტისადმი, ასევე შეიძლება განიხილოს როგორც თითქმის ნეოკანტიანური.

ნეოკანტიანელი ფილოსოფოსები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ჰერმან კოენი (1919) თანამედროვე იუდაიზმის წყაროების დასაბუთებული რელიგია
  • ჰარი ვან დენ ლიდენი (1988) კანტიანური ეთიკა და სოციალიზმი
  • გილიან როუზი (1981) ჰეგელი სოციოლოგიის წინააღმდეგ
  • არტურ შოპენაჰაუერი (1818)მსოფლიო როგორც მიზეზი და წარმოდგენა