მუმია (2017 წლის ფილმი)
„მუმია“ | |
---|---|
ფილმის ლოგო | |
ინგლ. The Mummy | |
ჟანრი |
მძაფრ-სიუჟტიანი სათავგადასავლო |
რეჟისორი | ალექს კურცმენი |
პროდიუსერი |
ალექს კურცმენი |
როლებში |
|
კომპოზიტორი | ბრაიან ტაილერი |
მწარმოებელი კომპანია |
Dark Universe |
დისტრიბუტორი | Universal Pictures |
გამოსვლის თარიღი | 9 ივნისი, 2017 (აშშ) |
ხანგრძლივობა | 110 წუთი |
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 125–195 მილიონი აშშ დოლარი |
შემოსავალი | 410 მილიონი აშშ დოლარი |
„მუმია“ (ინგლ. The Mummy) — 2017 წლის ამერიკული მძაფრ-სიუჟეტიანი სათავგადასავლო ფილმი [1] რომლის რეჟისორია ალექს კურცმანი და სცენარის ავტორები არიან: დევიდ კოპი, კრისტოფერ მაკქუარი და დილან კუსმანი. ფილმი არის მუმიის ფრანჩაიზის ფილმი,[2] სადაც მთავარ როლს ასრულებს ტომ კრუზი. ის ფილმში თამაშობს ამერიკის არმიის სერჟანტის, ნიკ მორტონის როლს, რომელიც შმეთხვევით აღმოაჩენს ეგვიპტელი პრინცესის, აჰმანეტის (სოფია ბოუტელა) უძველეს სამარხს. ფილმში ასევე მონაწილეობენ: ანაბელ უოლისი, ჯეიკ ჯონსონი, კორტნი ვენსი და რასელ კროუ.
მუმიის პრემიერა შედგა სიდნეში, ავსტრალიის სახელმწიფო თეატრში, 2017 წლის 22 მაისს, ხოლო თეატრალურად გამოვიდა შეერთებულ შტატებში 2017 წლის 9 ივნისს, 2D, 3D და IMAX 3D ფორმატებში.[3] ფილმმა კრიტიკოსების მხრიდან ზოგადად უარყოფითი შეფასებები მიიღო. მან მსოფლიოს მასშტაბით 410 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. თავდაპირველად ფილმის შექმნა მიზნად ისახავდა ახალი, ბნელი სამყაროს ჩამოყალიბებას, რომელიც კინოსამყარო გახდებოდა და მონსტრებზე ფილმებს გააერთიანებდა, მაგრამ მუმიის წარუმატებლობამ, ამ იდეის განვითარებას ხელი შეუშალა.[4][5][6]
სამსახიობო ჯგუფი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტომ კრუზი - ნიკ მორტონი,[7] აშშ-ს არმიის სერჟანტი.
- სოფია ბუტელა - აჰმანე, მუმია.[8][9] პერსონაჟი ნაწილობრივ დაფუძნებულია იმჰოტეპზე, ორიგინალი ფილმების პერსონაჟზე. აჰმანე ასევე აარის ძველი ეგვიპტის ქალღმერთის, ამუნონეტის პროტოტიპი.
- ანაბელ უოლისი - ჯენიფერ „ჯენი" ჰალსი, არქეოლოგი, რომელიც ადრე ნიკთან ერთად იყო.
- ჯეიკ ჯონსონი - კრის ვეილი, ნიკის მეგობარი და უახლოესი მოკავშირე.
- კორტნი ვენსი - პოლკოვნიკი გრინვეი, [10] ნიკისა და კრისის უფროსი ოფიცერი.
- რასელ კროუ - ექიმი ჰენრი ჯეკილი. [11]
- მარვან კენზარი - მალიკი,[12] ჯეკილის უსაფრთხოების უფროსი.
- ხავიერ ბოტე - სეთი, [13] ძველეგვიპტური სიკვდილის ღმერთი.
წარმოება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]განვითარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Universal Pictures– მა 2012 წელს პირველად გამოაცხადა მუმიის ფრენჩაიზის თანამედროვე ფილმების გადაღების შესახებ.[14][15] პროექტმა მრავალი რეჟისორი გამოიცვალა, 2013 წელს პროექტი დატოვა ლენ ვისემანმა,[16] და 2014 წელს მეორე რეჟისორმა ანდრეს მუშჩიეტმა.[17][18]
ტომ კრუზთან მოლაპარაკებები როლზე 2015 წლის ნოემბერში დაიწყო,[19] ხოლო სოფია ბუტელასთან დეკემბერში. როლებზე ასევე განიხილებოდნენ: გვენ სტეფანი, ჯეიმი ჩუნგი, ლინდსი სტირლინგი და ბრუკ შილდსი.[20] [21] სამსახიობო ჯგუფის შესახებ სხვა სიახლეები გამოცხადდა მარტიდან მაისამდე, ხოლო რასელ კროუ ჯგუფს მაისის ბოლოს შეუერთდა.
გადაღებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმის მთავარი გადაღებები დაიწყო 2016 წლის 3 აპრილს, გაერთიანებულ სამეფოში, ოქსფორდში.[22][23] ფილმის გადაღებები დასრულდა 2016 წლის 17 ივლისს, ლონდონში.[24] გადაღებები ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ნამიბიაში ორი კვირის განმავლობაში.[25]
ავიაკატასტროფის გადასაღებად წარმოებამ გამოიყენა Vomit Comet და პარაბოლური ფრენა სიმძიმის ილუზიის სიმულაციისთვის. [26] [27] [28] თავდაპირველად კურცმანი გეგმავდა სცენის გადაღებას მთლიანად მავთულხლართებისა და მბრუნავი ნაკრების გამოყენებით, თუმცა კრუზმა გადააფიქრებინა. [29]
მუსიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კომპოზიტორმა ბრაიან ტაილერმა ფილმის მუსიკაზე მუშაობა წარმოებამდე დაიწყო და დაწერა დაახლოებით ნახევარ საათიანი მუსიკა, ჯერ კიდევ ფილმის გადაღებებამდე.კომპოზიტორი ფილმზე წელიწადნახევრის განმავლობაში მუშაობდა, 84-კაციანი ორკესტრისა და 32 ხმის რედაქტორთან ერთად.[30]
ფილმის პრემიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ ფილმი გამოვიდოდა 2016 წელს,[31][32] თუმცა მუმია გამოვიდა შეერთებულ შტატებსა და კანადაში 2017 წლის 9 ივნისს/. ფილმი ნაჩვენები იქნა სხვადასხვა ფორმატში, მაგალითად, 2D, 3D და IMAX 3D ფორმატებში.[33]
გამოხმაურება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შემოსავალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუმიამ გამოიმუშავა 80.2 მილიონი აშშ დოლარი ამერიკის შეერთებულ შტატებში და კანადაში, მსოფლიოს სხვა ადგილებში კი 329,8 მილიონი აშშ დოლარი, რაც საერთო ჯამში 410 მილიონი აშშ დოლარის ტოლია. 345 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების გამო, ფილმს უნდა გამოემუშავებინა მინიმუმ 450 მილიონი აშშ დოლარი, რომ თავისი წარმოების საფასური დაეფარა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კომპანიამ ფილმის წარმოებით 60-დან 100 მილიონამდე აშშ დოლარი იზარალა.[34]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოფიციალური საიტი
- „მუმია (2017 წლის ფილმი)“ — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- „მუმია (2017 წლის ფილმი)“ — Allmovie-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ The Mummy (2017). ციტირების თარიღი: June 8, 2017
- ↑ Kit, Borys (September 13, 2013). „'Mama' Director in Talks to Helm 'Mummy' Reboot for Universal“. hollywoodreporter.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 4, 2014. ციტირების თარიღი: March 9, 2014.
- ↑ The Mummy: Trailer 1, http://www.fandango.com/themummy2017_197714/movieoverview. წაკითხვის თარიღი: April 1, 2017
- ↑ Armitage, Hugh. (June 10, 2017) Exclusive: Why ''The Mummy'' needed Brendan Fraser trilogy Easter eggs, according to director Alex Kurtzman. ციტირების თარიღი: July 2, 2017
- ↑ McClintock, Pamela (May 3, 2016). „Universal Stakes Out Release Date for Third Monster Movie“. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 11, 2016. ციტირების თარიღი: September 24, 2016.
- ↑ Mendelson, Scott (July 13, 2016). „What Universal Must Do To Sell Its Classic Monsters Universe“. Forbes. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 27, 2016. ციტირების თარიღი: September 24, 2016.
- ↑ Schwerdtfeger, Conner (January 23, 2017). „Tom Cruise's The Mummy Trailer Teases Gods, Monsters and Scares“. CinemaBlend. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 2, 2017. ციტირების თარიღი: June 14, 2017.
- ↑ Kroll, Justin (January 21, 2016). „Tom Cruise's 'The Mummy' Gets New Release Date“. Variety (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — January 22, 2016. ციტირების თარიღი: January 22, 2016.
- ↑ Kit, Borys; Ford, Rebecca (December 8, 2015). „'Kingsman' Actress Sofia Boutella in Talks to Star in 'The Mummy' (Exclusive)“. hollywoodreporter.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 12, 2015. ციტირების თარიღი: December 9, 2015.
- ↑ Sneider, Jeff. (April 15, 2016) 'People v. O.J.' Star Courtney B. Vance Joins Tom Cruise in 'The Mummy'.
- ↑ Fleming, Mike, Jr.. (May 4, 2016) Russell Crowe Joining Tom Cruise In 'The Mummy'. ციტირების თარიღი: May 4, 2016
- ↑ Biscotti, Steven. (May 23, 2017) UMU Looks Inside Dr. Jekyll's Briefcase & Reveals a 'Dark Universe'!. Universal Monsters Universe. ციტირების თარიღი: May 24, 2017
- ↑ Klein, Brennan. (June 22, 2016) Javier Botet will provide his twisted skills to The Mummy, It remake. JoBlo.com. ციტირების თარიღი: June 14, 2017
- ↑ Gallagher, Brian (April 4, 2012). „'The Mummy' Gets Reboot from 'Prometheus' Writer Jon Spaihts“. movieweb.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 31, 2014. ციტირების თარიღი: March 6, 2014.
- ↑ „The Mummy Remake to Be an Epic Horror Movie Set in Present Day America“. movieweb.com. December 13, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 31, 2014. ციტირების თარიღი: March 9, 2014.
- ↑ Sneider, Jeff (July 31, 2013). „Director Len Wiseman Exits ‘The Mummy’ Reboot at Universal“. thewrap.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 23, 2014. ციტირების თარიღი: March 9, 2014.
- ↑ Kit, Borys (March 8, 2016). „'New Girl' Star Jake Johnson Joins Tom Cruise in 'The Mummy' (Exclusive)“. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 9, 2016. ციტირების თარიღი: March 9, 2016.
- ↑ Sneider, Jeff (May 6, 2014). „‘Mummy’ Reboot Loses ‘Mama’ Director Andy Muschetti“. thewrap.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 8, 2014. ციტირების თარიღი: May 8, 2014.
- ↑ Kroll, Justin (November 24, 2015). „Tom Cruise in Talks to Star in ‘The Mummy’ Reboot (EXCLUSIVE)“. variety.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 25, 2015. ციტირების თარიღი: November 25, 2015.
- ↑ Kit, Borys; Ford, Rebecca (December 8, 2015). „'Kingsman' Actress Sofia Boutella in Talks to Star in 'The Mummy' (Exclusive)“. hollywoodreporter.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 12, 2015. ციტირების თარიღი: December 9, 2015.
- ↑ Vejvoda, Jim. THE MUMMY: FILMMAKER ALEX KURTZMAN ON RESURRECTING UNIVERSAL'S CLASSIC MONSTERS AND BUILDING A SHARED UNIVERSE. ციტირების თარიღი: February 8, 2017
- ↑ „PICTURES: Hollywood superstar Tom Cruise films in Oxford“. Oxford Mail. April 3, 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 3, 2016. ციტირების თარიღი: April 8, 2016.
- ↑ „Mummy Set Photos Featuring Tom Cruise and Annabelle Wallis“. ComingSoon.net (ინგლისური). April 5, 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 10, 2016. ციტირების თარიღი: April 8, 2016.
- ↑ „Tom Cruise and Annabelle Wallis Photos from The Mummy Set“. July 17, 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 18, 2016. ციტირების თარიღი: July 17, 2016.
- ↑ Biscotti, Steven (August 13, 2016). „The Sarcophagus Closes on 'The Mummy'; Principal Photography Wraps!“. Universal Monsters Universe. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 14, 2016. ციტირების თარიღი: August 14, 2016.
- ↑ Bryant, Ben. The secrets of Hollywood's sickest stunts: what's it like to fly in the Vomit Comet?. ციტირების თარიღი: 27 September 2017
- ↑ Gettell, Oliver. The Mummy star Annabelle Wallis talks riding the 'vomit comet' with Tom Cruise. ციტირების თარიღი: 27 September 2017
- ↑ Lang, Brent. Tom Cruise’s Zero-Gravity Stunt in ‘The Mummy’ Took 64 Takes. ციტირების თარიღი: 27 September 2017
- ↑ Sciretta, Peter. ‘The Mummy’ Airplane Sequence Was Shot In Zero G Using The Vomit Comet. ციტირების თარიღი: 27 September 2017
- ↑ Burlingame, Jon (ივნისი 7, 2017). „‘The Mummy’ Composer Brian Tyler Gets Deep About Film’s Score: Hear an Exclusive Clip“. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 24, 2017. ციტირების თარიღი: აგვისტო 23, 2017.
- ↑ Perlman, Jake (July 31, 2014). „Universal to release 'The Huntsman' in 2016, pushes back 'The Mummy'“. ew.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 1, 2014. ციტირების თარიღი: August 1, 2014.
- ↑ „Universal Dates ‘The Mummy’ Reboot For April 2016, Pushes ‘Warcraft’ Out Of ‘Star Wars’ Slot“. Deadline Hollywood. November 27, 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 7, 2013. ციტირების თარიღი: March 9, 2014.
- ↑ The Mummy: Trailer 1, http://www.fandango.com/themummy2017_197714/movieoverview. წაკითხვის თარიღი: April 1, 2017
- ↑ Lattanzio, Ryan. (August 1, 2019) Dark Universe Producer Has No Regrets About Universal’s Failed Franchise. ციტირების თარიღი: March 8, 2020