შინაარსზე გადასვლა

მოივა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოივა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Mallotus villosus

მოივა (ლათ. Mallotus villosus) — ზღვის თევზი ცქიმურასებრთა ოჯახისა. სხეულის მაქსიმალური სიგრძე 20–25 სმ, ხოლო მაქსიმალური წონა 52 გ აღწევს.[1] ორი ქვესახეობა: ატლანტური მოივა (ლათ. Mallotus villosos villosus) გავრცელებულია ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, თეთრ, ბარენცისა და კარის ზღვებში; წყნაროკეანური მოივა ანუ უეკი (ლათ. Mallotus villosus socialis) — კანადის ნაპირებთან, იაპონიის, ოხოტის, ბერინგის, ჩუკოტკისა და ლაპტევების ზღვებში. პელაგიური თევზია; იკვებება პლანქტონური კიბოსნაირებით. ცხოვრობს ღია ზღვაში. მეტად წვრილი ქერცლი და კბილები აქვს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 2–3 წლისა. სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა 10 წელი. რეწვის ობიექტია.[2]

  1. Mallotus villosus | FishBase.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-25. ციტირების თარიღი: 2021-10-25.
  2. Мойва | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-08-18. ციტირების თარიღი: 2021-10-25.