მექანიკური გადაადგილება
იერსახე
მექანიკური გადაადგილება — მიმართული მონაკვეთი, რომელიც აერთებს მოძრავი მატერიალური წერტილის მდებარეობებს დროის ორი მომენტისათვის. მათემატიკურად გადაადგილება წარმოადგენს მატერიალური წერტილის რადიუს-ვექტორების სხვაობას მოცემული ათვლის სისტემის მიმართ დროის ბოლო და საწყისი მომენტებისათვის და გამოისახება წერტილის ტრაექტორიის ქორდის სახით იმავე სისტემის მიმართ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 614.