მარიამ ასლამაზიანი
მარიამ ასლამაზიანი | |
---|---|
დაიბადა | 20 ოქტომბერი, 1907 |
დაბადების ადგილი | ყარსის ოლქი |
გარდაიცვალა | 16 ივლისი, 2006 |
გარდაცვალების ადგილი | მოსკოვი |
ეროვნება | სომეხი |
ჟანრი | პორტრეტი |
მარიამ ასლამაზიანი (დ. 20 ოქტომბერი, 1907 — გ. 16 ივლისი, 2006) — საბჭოთა კავშირის მხატვარი. აგრეთვე ცნობილი როგორც სომხეთის სსრ-ის სახალხო მხატვარი (1965) და საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარი (1990).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარიამ ასლამაზიანი დაიბადა ყარსის ოლქში. საშუალო განათლება მიიღო ალექსანდროპოლში (გიუმრი), დაამთავრა ერევნის სახვითი ხელოვნებისა და სამრეწველო კოლეჯი და პეტერბურგის სამხატვრო აკადემია. იგი ერანუი ასლამაზიანის და იყო. მათი ნამუშევრების დიდი კოლექცია ინახება დებ ასლამაზიანების მუზეუმში, გიუმრიში. ასლამაზიანი სტეფან აღაჯანიანის და პეტროვ ვოდკინის სტუდენტი იყო. მისი ნახატები ასახავს მის დრამატულ ცხოვრებას. მიუხედავად მისი ნამუშევრების გაკრიტიკებისა კრიტიკოსების მიერ, მისი დახვეწილი კერამიკული ფილები საყოველთაოდ აღიარებული შედევრებია[1].
მარიამ ასლამაზიანი გარდაიცვალა მოსკოვში და დაკრძალულია კომიტასის პანთეონში.
ცნობილი ნამუშევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გმირის დაბრუნება (1942)
- მე ვარ 70 წლის (1980)
- ხმაურიანი მეზობლები (1981)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Цырлин И. И. Мариам Асламазян — М., 1962.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Асламазян Мариам Аршаковна[მკვდარი ბმული]
- Картины М. Асламазян
- Mariam Aslamazian in Great Soviet Encyclopedia
- RA Prime Minister Sends Message of Condolence on Occasion of Death of Mariam Aslamazian, July 26, 2006[მკვდარი ბმული]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Resting in Peace: Yerevan’s Pantheon, By Rick Ney. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2015-10-07.