შინაარსზე გადასვლა

მალაკის სრუტე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მალაკის სრუტე მდებარეობს მალაკის ნახევარკუნძულსა და ინდონეზიის კუნძულ სუმატრას შორის, სრუტე საკმაოდ ვიწროა, ხოლო მისი სიგრძე 805 კმ-ია. სახელი ეწოდა მალაკის სასულთნოდან გამომდინარე, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა მიმდებარე არქიპელაგი 1414 - 1511 წლებში.

ეკონომიკური და სტრატეგიული თვალსაზრისით, მალაკის სრუტე მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზღვაო გზაა. სრუტე წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს სანაოსნო გზას ინდოეთისა და წყნარ ოკეანეებს შორის.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]