შინაარსზე გადასვლა

მალაიური დათვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მალაიური დათვი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Helarctos malayanus
დაცვის სტატუსი
მოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 9760
გავრცელების არეალი

მალაიური დათვი (ლათ. Helarctos malayanus) — მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი დათვისებრთა ოჯახისა. მალაიური დათვის სხეულის სიგრძე 1-1.4 მ, წონა 27-65 კგ აღწევს. მისი სიმაღლე მხრებში 70 სმ-ია. სიცოცხლის ხანგრძლივობა უცნობია. მსოფლიოში ყველაზე პატარა დათვი, ე.წ. მალაიური დათვი ბინადრობს სამხრეთ ჩინეთში, მიანმარში, მალაიზიაში, ინდოეთისა და ბორნეოს კუნძულებზე. მისი შავი ბეწვი მოკლე და პრიალაა, ხოლო მკერდზე აღენიშნება ნარინჯისფერი ლაქა. ამის გამო მას „მზის დათვსაც“ უწოდებენ. თუმცა, მალაიური დათვი არ ამართლებს თავის ამ სახელს და ღამით არის აქტიური. მთელი დღის განმავლობაში კი ხეებზე გაკეთებულ ტოტების პლატფორმაზე ისვენებს. ასეთი ადგილსამყოფელი ზოგჯერ 2 მეტრზე მეტ სიმაღლეზე მდებარეობს.

მალაიური დათვიც ყოვლისმჭამელ ცხოველთა რიცხვს მიეკუთვნება, თუმცა მისი საყვარელი საჭმელია თაფლი. დროის უმეტეს ნაწილს იგი თაფლის ძებნაში ატარებს.

მალაიური დათვი ზომიერი ჰავის მიდამოებში ბინადრობს და აქტიურია მთელი წლის განმავლობაში. ამ სახეობის დაწყვილება წელიწადის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი. პატარა ბელები იბადებიან ბუჩქნარის ფარულ ადგილებში. ამ დათვებს მხოლოდ ერთი მეწყვილე ჰყავთ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]