მაკედონსკა-კამენიცის თემი
იერსახე
თემი | |||||
---|---|---|---|---|---|
მაკედონსკა-კამენიცის თემი მაკედ. Општина Македонска Каменица | |||||
| |||||
ქვეყანა | ჩრდილოეთი მაკედონია | ||||
კოორდინატები | 42°00′36″ ჩ. გ. 22°34′48″ ა. გ. / 42.01000° ჩ. გ. 22.58000° ა. გ. | ||||
ფართობი | 190.37 კმ² | ||||
მოსახლეობა | 8 110 კაცი (2002) | ||||
სიმჭიდროვე | 42.6 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
საფოსტო ინდექსი | 2304 | ||||
საავტომობილო კოდი | MK | ||||
ოფიციალური საიტი | makedonskakamenica.gov.mk | ||||
მაკედონსკა-კამენიცის თემი (მაკედ. Општина Македонска Каменица) — თემი ჩრდილოეთ მაკედონიაში. მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში. მოსახლეობა შეადგენს 8 110 ადამიანს (2002 წლის აღწერის მონაცემები[1]). მოსახლეობის სიმჭიდროვე — 42.6 კაცი/კმ²-ზე.
თემის ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი მაკედონსკა-კამენიცა.
თემის ტერიტორიის ფართობი შეადგენს 190.37 კმ²-ს.
ესაზღვრება მაკედონიის შემდეგ თემებს:
- ჩრდილო-დასავლეთით — კრივა-პალანკის თემს;
- სამხრეთით — ვინიცის თემს;
- სამხრეთ-აღმოსავლეთით — დელჩევოს თემს;
- დასავლეთით — კოჩანის თემს.
აღმოსავლეთით ესაზღვრება ბულგარეთის კიუსტენდილის ოლქის კიუსტენდილისა და ნევესტინოს თემებს.
ქალაქ მაკედონსკა-კამენიცის გარდა თემის შემადგენლობაში შედის 8 დასახლება: დულიცა, კოსევიცა, კოსტინ-დოლი, ლუკოვიცა, მოშტიცა, სასა, ტოდოროვცი და ცერა.
თემის მოსახლეობის ეთნიკური სტრუქტურა[1]:
- მაკედონელები — 8055 ადამ.;
- სერბები — 24 ადამ.;
- ბოშები — 14 ადამ.;
- ბოსნიელები — 8 ადამ.;
- სხვა — 9 ადამ.
თემის ტერიტორიაზე მიდეინება მდინარე კამენიცა (ბრეგალნიცის შენაკადი).