მადევარი ძაღლები
იერსახე
მადევარი (მდევარი) ძაღლები — სხვადასხვა ჯიშის სანადირო ძაღლები. მადევარი ძაღლები ალღოთი აგნებენ ნადირის კვალს და ხმამაღლა ყეფით დევნიან მათ (აქედან წარმოდგება სახელწოდება). მსოფლიოში ცნობილია 40-მდე ჯიში. ყოფილ სსრკ-ში მოშენებულია 3: რუსული მადევარი, რუსული ჭრელი, ესტონური მადევარი. ყველაზე გავრცელებულია რუსული ჭრელი მადევარი, როგორც ჯიში რეგისტრირებულია 1925 წელს. სიმაღლით, კონსტიტუციით და შრომისუნარიანობით რუსულ მადევარს არ ჩამოუვარდება. საქართველოში ძველთაგანვე ცნობილია იმერული მადევარი. ყოფილ სსრკ-ში აღრიცხული იყო დაახლოებით 80 ათასამდე მადევარი ძაღლი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 341.