ლივერმორიუმი[1] (ლათ.Livermorium; ქიმიური სიმბოლო — ); უნუნჰექსიუმი (ლათ.Ununhexium; ქიმიური სიმბოლო — ), ეკა-პოლონიუმი (Eka-polonium) — ელემენტთა პერიოდული სისტემისმეშვიდე პერიოდის, მეთექვსმეტე ჯგუფის (მოძველებული კლასიფიკაციით — მეექვსე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის, VIა) ხელოვნურად მიღებული რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი. მისი ატომური ნომერია — 116, tდნ — 364–507 °C, tდუღ — 762–862 °C, სიმკვრივე — 12.9 გ/სმ3. ბუნებაში არ გვხვდება, ყველაზე სტაბილური იზიტოპის მასური რიცხვი ტოლია 293 (ატომური მასით — 293.204 მაე).