ლიგურიის აპენინები
იერსახე
ლიგურიის აპენინები | |
---|---|
მთა მაჯიორასკა | |
კოორდინატები: 44°10′ ჩ. გ. 8°05′ ა. გ. / 44.167° ჩ. გ. 8.083° ა. გ. | |
ქვეყანა | იტალია |
უმაღლესი წერტილი | მაჯიორასკა |
სიმაღლე | 1804 მ |
სიგრძე | 140 კმ |
ლიგურიის აპენინები (იტალ. Appennino ligure) — აპენინის მთის სისტემის ჩრდილოეთ-დასავლეთი ნაწილი იტალიაში. სიგრძე კადიბონის უღელტეხილიდან ლა-ჩიზის უღელტეხილამდე დაახლოებით 140 კილომეტრი. შედგება ცალკეული ქედებისაგან, რომელთა სიმაღლე 1804 მეტრს აღწევს. უმთავრესად აგებულია ფიქლებით, კირქვებით, ქვიშაქვებითა და სერპენტიტებით. ლიგურიის აპენინები ციცაბოდ ეშვება გენუის ყურისაკენ, ქმნის თვალწარმტაც კონცხებს და ნახევარკუნძულებს (იტალიის რივიერის აღმოსავლეთი ნაწილი). სანაპირო ზოლში მარადმწვანე ბუჩქნარი, ტყე, პარკული ნარგავები და ვენახებია; მაღლა — ფართოფოთლოვანი და ფიჭვის ტყეები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 223.