ლიბერლენდი
იერსახე
ლიბერლენდის თავისუფალი რესპუბლიკა (ჩეხ. Svobodná republika Liberland) ან ლიბერლანდია — თვითგამოცხადებული მიკროსახელმწიფო, რომელიც შეიქმნა 2015 წლის 13 აპრილს. მდებარეობს ხორვატიისა და სერბეთის საზღვარს შორის, დუნაის დასავლეთ სანაპიროზე. ოფიციალურ ლიბერლენდის საიტზე ნახსენებია რომ, სახელმწიფო შეიქმნა სერბეთსა და ხორვატიას შორის არსებულ სადავო ტერიტორიაზე. ახალ სახელმწიფოს უკვე აქვს დროშა, გერბი, კონსტიტუცია, ოფიციალური ვებსაიტი და Facebook გვერდი სლოგანით: „იცხოვრე და მიეცი ნება იცხოვროს“.[1]