ლეოპოლდ II (სრი)
ლეოპოლდ II (გერმ.: Leopold II.; დ. 5 მაისი, 1747, ვენა — გ. 1 მარტი, 1792, ვენა) — საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი და ავსტრიის ერცჰერცოგი 1790–1792 წლებში, ასევე ტოსკანის დიდი ჰერცოგი 1765-1790 წლებში, ჰაბსბურგ-ლოტარინგიის დინასტიის წარმომადგენელი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლეოპოლდი იმპერატორ ფრანც I შტეფანის და მისი მეუღლის მარია ტერეზიას მეცხრე შვილი იყო.
ტოსკანის დიდი ჰერცოგი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავდაპირველად ლეოპოლდი მილანის ჰერცოგად იყო გამიზნული, თუმცა უფროსი ძმის, კარლის (1745–1761) ადრეული გარდაცვალების გამო ტაოსკანას დიდი ჰერცოგის მემკვიდრე გახდა. მამსი 1765 წელს გარდაცვალების შემდეგ იგი ტოსკანას მმართველი გახდა. ამ მიზეზის გამო ხშირად ტოსკანას ჰაბსბურგების სეკუნდოგენიტურსაც უწოდებენ.
ლეოპოლდმა თავისი მმართველობის დროს ტოსკანაში რამდენიმე რეფორმა გაატარა, რომლებსაც განმანათლებლობის შტრიხი დაჰყვებოდათ, თუმც თავის რეფორმებში ის ისეთი რადიკალური გადაყვეტილებებით არ გამოირჩეოდა როგორც მისი უფროსი ძმა იოზეფი.
იმპერატორი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იოზეფ II-ის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ ლეოპოლდი 1790 წლის 9 ოქტომბერს მაინის ფრანკფურტში იმპერატორად იქნა არჩეული და მაინცის კურფიურტს-არქიეპისკოპოსმა ფრიდრიხ იოზეფ კარლ ფონ ერთალმა გვირგვინი დაადგა. მთელი თავისი მეფობა იგი ცდილობდა ძმის დაწყებული რეფორმების შეჩერებას და ძველი ყაიდის აღდგენას. განსაკუთრებით პრობლემატური იყო აჯანყებული უნგრელების და ბელგიელების დაშოშმინება. ლეოპოლდი ამისათვის სამხედრო ზალისმიერი მეთოდების გამოყენებასაც არ ერიდებოდა. 1790 წლის 15 ნოემბერს ლეოპოლდი პრესბურგში, სანქტ-მარტინის ტაძარში უნგრეთის აპოსტოლარულ მეფედ, ხოლო 1791 წლის 6 სექტემბერს პრაღაში სანქტ-ვეიტსის კათედრალში ბოჰემიის მეფედ ეკურთხა.
1791 წლის ზაფხულში მან პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ II-სთან ერთად გამოაქვეყნა ე.წ. “პილნიცის დეკლარაცია”, რომელიც ფაქტობრივად საფრანგეთის რევოლუციური მტავრობისათვის ომის გამოცხადებას უდრიდა. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარაცია ოფიციალურად ომს არ უცხადებდა საფრანგეთს, თავისი რეაქციული სინაარსით მან მეფის ლუი XVI-ის მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესა.
გარდაცვალება და მემკვიდრე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1792 წელს ლეოპოლდ II მოულოდნელად გარდაიცვალა და იმპერატორი მისი ვაჟი ფრანცი გახდა. ლეოპოლდ II დასაფლავებულია ვენაში, იმპერატორთა საძვალეში (“ტოსკანას საძვალე”).
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მშობლები:
- მამა: ფრანც I შტეფანი — იმპერატორი.
- დედა: მარია ტერეზია — ავსტრიის ერცჰერცოგინია.
მეუღლე:
შვილები:
- მარია თერეზია - საქსონიის დედოფალი.
- ფრანც II - იმპერატორი.
- ფერდინანდ III - ტოსკანას დიდი ჰერცოგი.
- მარია ანა
- კარლ ლუდვიგ იოჰანი - ტეშენის ჰერცოგი.
- ლეოპოლდ ალექსანდერი.
- ალბრეხტი
- მაქსიმილიანი.
- იოზეფი - უნგრეთის პალატინი.
- კლემენტინე - ორივე სიცილის დედოფალი.
- ანტონ ვიქტორი - ტევტონთა ორდენის დიდი მაგისტრი.
- მარია ამალია.
- იოჰანი.
- რაინერი - ლომბარდია-ვენეციის ვიცე-მეფე.
- ლუდვიგ იოზეფი.
- რუდოლფი - ოლმიუცის ფიურსტ-არქიეპისკოპოსი და კარდინალი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Vovk, Justin C. (2010). In Destiny's Hands: Five Tragic Rulers, Children of Maria Theresa. iUniverse: Bloomington, Ind. ISBN 978-1-4502-0081-3
|
|
|
|
|