ლაიონელ ანტვერპი
იერსახე
ლაიონელ ანტვერპი, კლარენსის 1-ლი ჰერცოგი, jure uxoris ოლსტერის მე-4 ერლი და კონაქტის მე-5 ბარონი (ინგლ. Lionel of Antwerp) (დ. 29 ნოემბერი, 1338 — გ. 7 ოქტომბერი, 1368) — ედუარდ III-ისა და ფილიპა ენოელის მესამე ვაჟი. სახელი მიიღო დაბადების ადგილის მიხედვით. მისი შვილიშვილი, ენ მორტიმერი იორკის ჰერცოგის შვილზე დაქორწინდა. ორკთა დინასტია სწორედ მისგან ჩამომავლობის გამო აცხადებდა პრეტენზიას სამეფო ტახტზე.