შინაარსზე გადასვლა

კორსიკა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კორსიკა
Corse
რეგიონის დროშა {{{სახელი}}}
რეგიონის ლოგოტიპი {{{სახელი}}}
(რეგიონის დროშა) (რეგიონის გერბი)
ადგილმდებარეობა
საფრანგეთის რუკა გამოყოფილი რეგიონით {{{სახელი}}}
ადმინისტრაცია
დედაქალაქი აიაჩო
პრეფექტი სტეფან ბუიონი
დეპარტამენტები სამხრეთი კორსიკა, ჩრდილოეთი კორსიკა
ოლქები 5
კანტონები 52
კომუნები 360
სტატისტიკა
ფართობი1 8 680 კმ²
მოსახლეობა (25 ადგილი)
 * 01.01.2009
(შეფასებებით)
305 674
 * 08.03.1999
(აღწერით)
260 196
 * სიმჭიდროვე (2009) 35,22/კმ²
1 საფრანგეთის მიწის რეგისტრაციის მონაცემებით, რომლებიც გამორიცხავს 1 კმ2-ზე დიდ ესტუარებს, ტბებს, ტბორებსა და მყინვარებს.
საფრანგეთი

კორსიკა (ფრანგ. Corse, კორს. Corsica) — კუნძული ხმელთაშუა ზღვაში, სარდინიის ჩრდილოეთით. იგი საფრანგეთის ავტონომიური რეგიონია, რომელიც შედგება 2 დეპარტამენტისაგან: სამხრეთი კორსიკა, ჩრდილოეთი კორსიკა.

კორსიკის სპეციალური სტატუსი იმით განისაზღვრება, რომ მუშაობს 61 წევრიანი რეგიონული პარლამენტი, რომელიც საფრანგეთის ეროვნული კრების კანონშემოქმედებით საქმიანობას აკვირდება. კორსიკა საფრანგეთს ეკუთვნის 1768 წლიდან, მანამდე გენუის იტალიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა. ალჟირის განთავისუფლების შემდეგ, იქ მცხოვრები ფრანგები, ე.წ. Pieds-Noirs (შავფეხიანები) ძირითადად კორსიკაში დასახლდნენ. ამან კორსიკელ ნაციონალისტებს მისცა საბაბი თავი საფრანგეთის კოლონიად მიეჩნიათ.

ცნობილი კორსიკელები იყვნენ: ნაპოლეონ ბონაპარტი, რომელიც საფრანგეთის იმპერატორი გახდა ნაპოლეონ I-ის სახელით (1801 - 1815), აგრეთვე მომღერალი ტინო როსი (1907 - 1983).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]