შინაარსზე გადასვლა

კონია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
კონია
Konya
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია კონია
კოორდინატები 37°52′00″ ჩ. გ. 32°39′00″ ა. გ. / 37.86667° ჩ. გ. 32.65000° ა. გ. / 37.86667; 32.65000
დაარსდა ძვ. წ. 700
ფართობი 39 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1768
მოსახლეობა 1,412,343 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 36.2 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი (+90) 332
საფოსტო ინდექსი 42XXX
ოფიციალური საიტი konya.bel.tr
კონია — თურქეთი
კონია

კონია (თურქ. Konya) — ქალაქი თურქეთის სამხრეთ ნაწილში, ცენტრალური ანატოლიის ზეგანზე, კონიის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. მოსახლეობა 2007 წლის მონაცემებით 1 412 343 ადამიანს შეადგენდა.

ქალაქი კონია იკონიუმის სახელწოდებით იხსენიება ძველი ფრიგიის ქალაქებს შორის. ძვ. წ. I-ახ. წ. III საუკუნეებში შედიოდა რომის იმპერიის, ხოლო შემდეგ — ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში. VIII-IX საუკუნეებში თავს ესხმოდნენ არაბები. XI-XV საუკუნეებში იკონიის სასულთნოს დედაქალაქია. XV საუკუნეში შეუერთდა ოსმალეთის იმპერიას.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]