კომუნიკაცია
იერსახე
კომუნიკაცია (ლათ. Communico — „საერთოს ვხდი“) ფართო გაგებით — ინფორმაციის გაცვლა ინდივიდებს შორის სიმბოლოთა საერთო სისტემის საშუალებით. კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს ვერბალური ან არავერბალური მეთოდებით. განასხვავებენ ასევე კომუნიკაციის განხორციელების მექანიკურ და შემოქმედებით მიდგომებს. კომუნიკაცია, მექანიკური მიდგომით, არის ცალმხრივმიმართული პროცესი ინფორმაციის კოდირებისა და გადაცემის ინფორმაციის წყაროდან ინფორმაციის მიმღებამდე. კომუნიკაცია, შემოქმედებითი მიდგომით, არის კომუნიკაციის მონაწილეთა ერთობლივი მოღვაწეობა, რომლის დროსაც გამომუშავდება საგნებზე და მოქმედებებზე საერთო (გარკვეულ ზღვრამდე) შეხედულებები.
კომუნიკაციის ფორმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1. კომუნიკაციის ფორმები მიმართულების მიხედვით:
- ერთი ერთთან: საუბარი, შეტყობინება;
- ერთი მრავალთან: ლექცია, ჟურნალისტიკა (გაზეთი, ჟურნალი), ტექნიკური მედია (კომპიუტერი, ტელევიზია);
- მრავალი ერთთან: კონფერენცია, ფორუმი, დებატები.
2. კომუნიკაციის ფორმები მონაწილეების მიხედვით:
- ინტერპერსონალური კომუნიკაცია;
- სიტყვიერი კომუნიკაცია (აგიტაცია, პროპაგანდა, დიალოგი);
- ტექნიკური კომუნიკაცია (ტელეკომუნიკაცია).
- ინტრაპერსონალური კომუნიკაცია;
- ჯგუფური კომუნიკაცია (მარკეტინგი, კულტურათაშორისი კომუნიკაცია).
საკომუნიკაციო მეცნიერება და პრაქტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]VASIL EBITASHVILI