კოლუმბიის უნივერსიტეტის არქიტექტურის, ქალაქგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის ფაკულტეტი
არქიტექტურის, ქალაქგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის ფაკულტეტი (ინგლ. The Graduate School of Architecture, Planning and Preservation, ცნობილი აკრონიმით GSAPP), კოლუმბიის უნივერსიტეტში, ნიუ-იორკი (აშშ), ერთ-ერთი წამყვანი და პრესტიჟული არქიტექტურის უმაღლესი სკოლა. მასში გაერთიანებულია რამდენიმე პროგრამა გარდა არქიტექტურისა, მათ შორის: ქალაქგეგმარების, ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და უძრავი ქონების განვითარების პროგრამები.
ფაკულტეტი XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა. თავდაპირველად ის კოლუმბიის ნაღმების სკოლის დეპარტამენტი იყო, ხოლო 1881 წელს ის ფორმალურ არქიტექტურის სკოლად ჩამოაყალიბა უილიამ რობერტ ვერმა, გახადა რა ის ერთ-ერთი პირველ ამგვარ პროფესიულ სკოლად ქვეყანაში. მიუხედავად სპეციალიზებული პროგრამების სიმრავლისა, ფაკულტეტის ბირთვს არქიტექტურა წარმოადგენს და სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა ნახევარზე მეტი ამ სპეციალობით არის დაკავებული. ყველა პროგრამაში პროფესიული სწავლება გაერთიანებულია კვლევასთან.
სკოლის რესურსებში ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავია ევერის არქიტექტურული და ნატიფ ხელოვნებათა ბიბლიოთეკა, აშშ-ის უდიდესი არქიტექტურული ბიბლიოთეკა, რომლის კოლექციაში არქიტექტურის თემაზე მსოფლიოში გამოცემული უპირველესი წიგნები და პერიოდული გამოცემები ინახება.
ფაკულტეტის ბოლო დეკანთა შორის იყვნენ არქიტექტორი ჯეიმზ სტიუარტ პოლშეკი და გამოჩენილი არქიტექტურული თეორეტიკოსი და დეკონსტრუქტივისტი ბერნარდ ჩუმი. მიმდინარე დეკანია მარკ უიგლი.
გამოჩენილი კურსდამთავრებულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მაქს აბრამოვიჩი (1931) - დააპროექტა ევერი ფიშერის ჰოლი ლინკოლნის ცენტრში, გაეროს კომპლექსი და ასამბლეის ჰოლი.
- გროსვენორ ატერბერი (1884) - მუშაობდა კოლუმბიის კამპუსის არქიტექტორებთან McKim, Mead & White; დააპროექტა ფორესტ ჰილს გარდენსი.
- უილიამ ადამს დელანო (1896)
- პიტერ აიზენმანი (1960) - დააპროექტა ევროპელ ებრაელთა მემორიალი ბერლინში.
- ფილიპ გუდუინი (1912) - პროექტის თანაავტორი მომა-ს თავდაპირველი შენობის ნიუ-იორკში.
- ჰენრი პელტონი (1889) - რივერსაიდის ეკლესიის პროექტის თანაავტორი, ნიუ-იორკი.
- ჯონ რასელ პოუპი (1894) - ეროვნული არქივის შენობა და ჯეფერსონის მემორიალი ვაშონგტონში.
გამოჩენილი პროფესორ-მასწავლებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სტენ ალენი - პრინსტონის არქიტექტურის სკოლის დეკანი
- რობერტ შტერნი - იელის არქიტექტურის სკოლის დეკანი
- ბერნარდ ჩუმი - ალფრედ ლერნერის ჰოლის ავტორი (კოლუმბიის სტუდენთა ცენტრი)
- უილიამ რობერტ ვერი - ჰარვარდის უნივერსიტეტის ვენეციური გოტიკის სტილის შენობების ავტორი
- სტოვენ ჰოლი - არქიტექტორი
- ბერი ბერგდოლი - მთავარი არქიტექტურული კურატორი მომა-ში.
- ფრენკ გერი - არქიტექტორი