კაშკადარიის ოლქი
ადმინისტრაციული ერთეული | ||
---|---|---|
კაშკადარიის ოლქი უზბეკ. Qashqadaryo viloyati | ||
ქვეყანა | უზბეკეთი | |
ადმ. ცენტრი | ყარში | |
კოორდინატები | 38°50′00″ ჩ. გ. 66°05′00″ ა. გ. / 38.83333° ჩ. გ. 66.08333° ა. გ. | |
მმართველი | Q106485110? | |
დაარსდა | 20 იანვარი, 1943 | |
ფართობი | 28400 კვადრატული კილომეტრი | |
მოსახლეობა | 3 088 800 (2017) | |
სასაათო სარტყელი | UTC+05:00 | |
ოფიციალური საიტი | http://www.qashqadaryo.uz/ | |
| ||
კაშკადარიის ოლქი (ვილაეთი) (უზბეკ. Qashqadaryo viloyati) — უზბეკეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული ერთეული. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ყარში.
ზოგადი მიმოხილვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეიქმნა 1964 წლის 7 თებერვალს. მდებარეობს რესპუბლიკის ცენტრალურ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე კაშკადარიის აუზში და პამირ-ალაის მთათა სისტემის დასავლეთ კიდეზე. ფართობი 28.4 ათასი კმ². ზედაპირის უმეტესი ნაწილი მთისწინა ვაკეა. მთავარი მდინარეა კაშკადარია. განვითარებულია საშენ მასალათა, მსუბუქი, კვების და აირის მრეწველობა. მეურნეობაში წამყვანია მებამბეობა და ყარაკულის დამზადება. კაშკადარიის ოლქის სარწყავი მიწათმოქმედების (უმთავრესად ბამბა), ურწყავი მარცვეულის მეურნეობის (ხორბალი, ქერი) და სასაძოვრე მეცხოველეობის (უმთავრესად მეყარაკულეობა) რაიონია. განვითარებულია მებაღეობა და მევენახეობა. მისდევენ მეაბრეშუმეობას.
ჯილდოები და მედლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოლქი დაჯილდოებულია ლენინის ორდენით (1967).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 443.
|