კატაბარდა
იერსახე
კატაბარდა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Clematis 'Nelly Moser' | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Clematis | ||||||||||||||
|
კატაბარდა (ლათ. Clematis) — მცენარეთა გვარი ბაიასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახები ან ხვიარა, მცოცავი და სწორღეროიანი მერქნიანი მცენარეებია. მოიცავს 250-ზე მეტ სახეობას.
გავრცელებულია ზომიერ და თბილ რაიონებში. საქართველოში 5 სახეობა იზრდება. მათგან ჩვეულებრივი კატაბარდა (ლათ. Clematis vitalba) ყველაზე ფართოდ გავრცელებული ხბიარა ბუჩქია. აქვს წიბოებოიანი ღერო და სურნელოვანი მოყვითალი ყვავილები. ხარობს ყირიმსა და კავკასიაში.
საქართველოში იზრდება კოლხეთის ტყეებსა და აღმოსავლეთ საქართველოს ჭალისა და ვაკეთა ტენიან ტყეებში. ღერო და ფოთოლი შეიცავს ალკალოიდ კლემანტინს. ნორჩი ყლორტებისაგან ამზადებენ მხალს (გემოთი სატაცურს მოგვაგონებს). კატაბარდას ბევრი სახეობა დეკორატიულია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 430.