შინაარსზე გადასვლა

იტაუგუა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
იტაუგუა
Itauguá
ქვეყანა პარაგვაის დროშა პარაგვაი
დეპარტამენტი ცენტრალური
კოორდინატები 25°23′00″ ს. გ. 57°20′00″ დ. გ. / 25.38333° ს. გ. 57.33333° დ. გ. / -25.38333; -57.33333
დაარსდა 1728
ფართობი 122 კმ²
ცენტრის სიმაღლე 170
მოსახლეობა 89 449 კაცი (2008)
სიმჭიდროვე 1 090,84 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-4, ზაფხულში UTC-3
სატელეფონო კოდი 294
საფოსტო ინდექსი 2680
ოფიციალური საიტი https://www.municipios.gov.py/itaugua/municipios.gov.py/itaugua
იტაუგუა — პარაგვაი
იტაუგუა

იტაუგუა (ესპ. Itauguá) — ქალაქი პარაგვაიში, ცენტრალურ დეპარტამენტში. მდებარეობს ასუნსიონიდან 30 კმ-ის მოშორებით. დაარსდა 1728 წელს და ცნობილია თავისი კოხტა ქსოვილების ხელოვნებით და მუსიკით.

ქალაქში არსებულ სან-რაფაელის მუზეუმში გამოფენილია კოლონიური ხანის ნივთები.

იტაუგუის ცენტრში ჯერ კიდევ შესაძლებელია კოლონიური არქიტექტურის ხილვა. სახელი ეწოდა ნაკადულ იტაისგან, რომელიც ქალაქს კვეთს. იტა გუარანის ენაზე ქვას ნიშნავს, სუფიქსი გუა კი ამავე ენაზე კუთვნილებას გამოხატავს.

2008 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 89 449 ადამიანს შეადგენს, საიდანაც 44 997 კაცია და 44 451 ქალი.

ქალაქის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს შორისაა პარტინიოსა და სერიტოს ბორცვები, ვირხენ-დელ-როსარიოს ეკლესია, სან-რაფაელის მუზეუმი და დიქტატორ ხოსე გასპარ როდრიგეს დე ფრანსიას დროს აგებული კოლონიური სახლები.

კლიმატი გრილია. გაზაფხულისა და ზაფხულისთვის დამახასიათებელია წვიმიანი ამინდი მაღალი ტემპერატურით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]