თურქეთის პოლიტიკა
თურქეთი |
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა |
იხილეთ აგრეთვე
|
თურქეთის პოლიტიკა ტარდება სეკულარულ–საპარლამენტო და წარმომადგენლობით დემოკრატიულ რესპუბლიკის ფარგლებში, რა დროსაც თურქეთის პრემიერ-მინისტრი არის მთავრობის ხელმძღვანელი, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, რომელიც ფლობს მეტწილად ცერემონიულ როლს, მაგრამ აგრეთვე იგი ფლობს მნიშვნელოვან სარეზერვო ძალაუფლებას.
თურქეთის პოლიტიკური სისტემა დანაწილებულია. აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის მინისტრთა საბჭოს ანუ თურქეთის მთავრობას. საკანონმდებლო უფლებამოსილება ენიჭება თურქეთის დიდ ეროვნული ასამბლეას. სასამართლო დამოუკიდებელია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოსაგან. თურქეთის ამჟამინდელი კონსტიტუცია[1] მიღებულია 1982 წლის 7 ნოემბერს, თურქეთის საკონსტიტუციო რეფერენდუმის შემდეგ.[2]
აღმასრულებელი ხელისუფლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელმწიფოს მეთაურის ფუნქციას ასრულებს პრეზიდენტი (თურქ. Cumhurbaşkanı). მოქმედი კოსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტი აირჩევა ხუთი წლით, საყოველთაო არჩევნების გზით. პრეზიდენტი არ უნდა იყოს პარლამენტის წევრი, მაგრამ მან/იგი უნდა იყოს 40 წლის და განათლებით ბაკალავრის ხარისხით. ამჟამინდელი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირდაპირი გზით აირჩიეს 2014 წელს. აღმასრულებელი ხელისუფლება ეკისრება პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს (თურქ. Başbakan) და მინისტრთა საბჭოს. მინისტრი არ უნდა იყოს თურქეთის პარლამენტის წევრი. პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას აყენებს პრეზიდენტი და რომელიც ვოტუმით (თურქ. güvenoyu) მტკიცდება პარლამენტის მიერ. დღეს თურქეთის პრემიერ-მინისტრია ბინალი ილდირიმი (სამართლიანობისა და განვითარების პარტია).
პარლამენტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საკანონმდებლო ხელისუფლება წარმოდგენილია 550 ადგილიანი თურქეთის დიდი ეროვნული კრებით (თურქ. Türkiye Buyuk Millet Meclisi), აქ 81 პროვინციის წარმომადგენელია. წევრები აირჩევიან ოთხი წლის ვადით, პროპორციული სიით 10% საარჩევნო ბარიერით. პარტია რომ იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, უნდა დააგროვოს მინიმუმ 10% ხმების მთლიანად საპარლამენტო არჩევნებში. დამოუკიდებელ კანდიდატებს ესაჭიროებად მხოლოდ მოგება 10%-ით იმ პროვინციიდან, საიდანაც ისინი მონაწილეობენ. გადაწყვეტილია, რომ ბარიერი უნდა შემცირდეს.[3]
პარლამენტის მიმდინარე თავჯდომარეა ისმაილ ქაჰრამანი.
ადგილობრივი მთავრობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თურქეთის პოლიტიკური სისტემა უაღრესად ცენტრალიზებულია. თუმცა, როგორც ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფო, თურქეთი ვალდებულია განახორციელოს „ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“. 2011 წლის ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის ანგარიშის მიხედვით, არსებობს ფუნდამენტური დეფიციტი ამ ქარტიის განხორციელებაში.
სასამართლო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავისუფლება და დამოუკიდებლობა სასამართლო სისტემის დაცულია კონსტიტუციით. არ არსებობს ორგანიზაცია, პიროვნება, ან დაწესებულება, რომელიც შეიძლება ხელი შეუშალოს სასამართლოს, ხოლო აღმასრულებელი და საკანონმდებლო სტრუქტურებმა უნდა დაემორჩილონ სასამართლოს გადაწყვეტილებებს. სასამართლო, რომელიც დამოუკიდებელია თავისი მოვალეობის შესრულებისას, უნდა აუხსნას თითოეული თავისი გადაწყვეტილება კონსტიტუციის, კანონების, იურიდიული პრინციპების და მათი პირადი რწმენის თანახმად.
სასამართლო სისტემა უაღრესად სტრუქტურირებულია. თურქულ სასამართლოს არ გააჩნია მსაჯულთა სისტემა; მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თითოეულ შემთხვევაში ფაქტების დადგენით, ადვოკატების და პროკურორების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.
ყველა სასამართლო ღიაა საზოგადოებისათვის. თუ საქმე დახურულია საზოგადოებისათვის, სასამართლომ უნდა გამოაცხადოს ამის მიზეზი. მოსამართლის და პროკურორის სტრუქტურა დადგენილია კონსტიტუციით.
მოსამართლის სტატუსის შეწყვეთა ან მისი შემოწმება შეიძლება მხოლოდ მის მიერ განხორციელებული უპატივცემულობისთვის, მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს ნებართვით, ხოლო ამ შემთხვევაში ინიშნება სპეციალური კომისია ექსპერტების და მოსამართლეების შემადგენლობით.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Constitution of the Republic of Turkey. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-09. ციტირების თარიღი: 2016-06-24.
- ↑ Turkey's first five referendums: A look back. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-07-21. ციტირების თარიღი: 2016-06-24.
- ↑ http://www.todayszaman.com/tz-web/detaylar.do?load=detay&link=153761[მკვდარი ბმული]