შინაარსზე გადასვლა

თოიდებალდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თოიდებალდი ან თეუდებალდი (გერმ. Theudebald ან Theudowald, ფრანგ. Thibaut ან Théodebald; დ. 535 — გ. 555) — ფრანკთა მეფე მეროვინგების დინასტიიდან. მართავდა ავსტრაზიას 548-555 წლებში. თოიდებერტ I-სა და დეოტერიას ვაჟი.[1]

ტახტზე ასვლისას მხოლოდ ცამეტი წლის იყო და მალევე დასნეულდა, თუმცა დიდგვაროვანთა მიერ მამამისის მმართველობისადმი პატივისცემის გამო მისი მცირეწლოვნობის პერიოდში მშვიდობა არ დარღვეულა. თოიდებალდი დაქორწინდა ვალდრადაზე, ლანგობარდების მეფის, ვახოს ქალიშვილსა და მამამისის მეორე ცოლის დაზე. ამ ქორწინებამ გაამყარა ალიანსი ავსტრაზიასა და ლანგობარდიას შორის.

  • Grégoire de Tours (trad. Robert Latouche), Histoire des Francs, coll. « Les Classiques de l'histoire au Moyen Âge, 27-28 », Les Belles Lettres, Paris, 1963, 2 tomes, réédition 1995.
  • Marius d'Avenches, Chronique, collection « Sources de l'Histoire », éditions Paléo, 2006 ISBN-284909207X.
  • Agathias (trad. Pierre Maraval), Histoires, Guerres et malheurs du temps sous Justinien, Les Belles Lettres, Paris, 2007 ISBN-2-251339-50-7.
თოიდებალდი
დაიბადა: 535 გარდაიცვალა: 555
წინამორბედი:
თოიდებერტ I
რეიმსის მეფე
548–555
შემდეგი:
ხლოტარ I