ვუკოვარში პირველი ინციდენტი 1991 წლის გაზაფხულზე მოხდა, კერძოდ ხორვატების დაჯგუფებამ, გოიკო შუშაკის მეთაურობით სამი რაკეტიდან ცეცხლი გაუხსნა სოფელ ბოროვო-სელოს. ამ ფაქტმა აიძულა სერბები შეექმნათ თავდაცვითი დაჯგუფებები. მაისში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. ხორვატი პოლიციელები ცდილობდნენ ადმინისტრაციულ შენობაზე დროშის აღმართვას და ტყვედ ჩაუვარდნენ სერბებს. მეორე დღეს დაიწყო ბრძოლა სოფლის დასაკავებლად ხორვატიის პოლიციასა და სერბ მილიციას შორის.
3 სექტემბერს დაიწყო და 18 ნოემბრამდე გაგრძელდა ვუკოვარის ალყა. ქალაქი დაეცა 1991 წლის 18 ნოემბერს. ომის დასრულების შემდეგ ქალაქი სერბების კუთვნილებაში გადავიდა, ხოლო 1998 წელს მშვიდბიანად მოხდა მისი ინტეგრაცია ხორვატიასთან. დაიწყო ქალაქის მასშტაბური აღდგენა.